ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

კახა კახიშვილი - მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების ღია სხდომაზე განხილვის შემთხვევაში საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ექნებოდა და ნაკლები კითხვა დარჩებოდა

გახარია საქართველოსთვისქართული ოცნება

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმეების ღია სასამართლო სხდომებზე განხილვა საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მისცემდა და კითხვებს შეამცირებდა. იგი ასევე გამოეხმაურა პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ოპოზიციური პარტიის ინიციატივის მხარდაჭერის საკითხს და აღნიშნა, რომ ეს სავარაუდოდ ტექნიკური ხარვეზი იყო და არა შეგნებული ქმედება.

კახა კახიშვილი - მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების ღია სხდომაზე განხილვის შემთხვევაში საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ექნებოდა და ნაკლები კითხვა დარჩებოდა
კახა კახიშვილი - მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების ღია სხდომაზე განხილვის შემთხვევაში საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ექნებოდა და ნაკლები კითხვა დარჩებოდაინტერპრესნიუსი

ვფიქრობ, რომ ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმეები ღია სასამართლო სხდომებზე რომ განხილულიყო, საზოგადოებას ბევრად მეტი ინფორმაცია ექნებოდა და ნაკლები კითხვა დარჩებოდა როგორც საქმის არსებით განხილვასთან, ისე საპროცესო შეთანხმებასთან და განაჩენის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა, კახა კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ბოლო პერიოდში ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ დახურულ რეჟიმში მიმდინარე სასამართლო პროცესებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, იმ ადამიანების მიერ, რომლებიც საპატიმრო დაწესებულებას დატოვებენ, მედიასთან გაკეთებული კომენტარებიც შესაძლოა არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

„ის ადამიანები, რომლებიც დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას, მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, შესაძლოა მედიასთან ისეთი ვრცელი კომენტარებით არ გამოვიდნენ, რომლებიც საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ამასთან, საქმეებზე ადვოკატებს, მათ შორის მოწმეებსაც, გაუთქმელობის ვალდებულება აქვთ, შესაბამისად, ისინი განცხადებების გაკეთების თვალსაზრისით შეზღუდულები არიან და ძირითადად მხოლოდ ზოგადი განცხადებები კეთდება პროკურორისა და ადვოკატის მხრიდან.

ვფიქრობ, ადრე თუ გვიან საზოგადოებისთვის ამ საქმეების დეტალები ცნობილი გახდება. ჩემი აზრით, თავიდანვე უკეთესი იქნებოდა, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონოდა ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან დაკავშირებით, რადგან საუბარია ყოფილ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე. მით უმეტეს მაშინ, როდესაც კონკრეტული ინფორმაციის გასაიდუმლოების სამართლებრივი აუცილებლობა არ არსებობს.

სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს შესაბამისი შუამდგომლობისა და წარმოდგენილი არგუმენტების საფუძველზე. მე არ ვიცი, კონკრეტულად რა შუამდგომლობა და რა არგუმენტები იყო წარმოდგენილი ამ საქმეებზე და რა გარემოებებით დაასაბუთა სასამართლომ სხდომების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებების სამართლებრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ.

ზოგადად კი, რაც უფრო საჯარო იქნება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების განხილვა, მით უკეთესი იქნება როგორც სასამართლო ხელისუფლებისთვის, ისე საზოგადოებისთვის, რადგან ნაკლები კითხვა დარჩება.

საერთაშორისო პრაქტიკა სასამართლო სხდომის დახურვასაც იცნობს, მათ შორის მაშინ, როდესაც საქმის კონკრეტული ნაწილი საიდუმლო ან კანონით დაცულ ინფორმაციას შეიცავს. ჩვენთანაც ყოფილა პრაქტიკა, როდესაც სხდომა მხოლოდ იმ ნაწილში იხურებოდა, რომელიც ასეთ მასალებს ეხებოდა. ამიტომ ჩემთვის საინტერესოა, ბოლო პერიოდში ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების საქმეებზე კონკრეტულად რა გარემოებები გახდა სხდომების დახურვის საფუძველი. ამ გადაწყვეტილებების დასაბუთებას არ ვიცნობ და, შესაბამისად, მათ სამართლებრივ შეფასებასაც ვერ გავაკეთებ.

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებებს, როგორც წესი, შეღავათის საკითხის განხილვისას მნიშვნელობა აქვს იმასაც, მიაწოდა თუ არა პირმა გამოძიებას საქმისთვის ღირებული ინფორმაცია და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია გამოძიებისთვის. კონკრეტულ საქმეებზე მე არ მაქვს ინფორმაცია, თუ რა ჩვენებები ან ინფორმაცია იქნა მიწოდებული გამოძიებისთვის და რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს ინფორმაცია“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

გარდა ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესებისა, კახა კახიშვილმა „ქართული ოცნების“ 16 დეპუტატის მიერ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივის კენჭისყრისას მხარდაჭერაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს მათი მხრიდან შეგნებულად არ გაკეთებულა.

„არ ვფიქრობ, რომ ეს შეგნებულად გაკეთდა. პარლამენტში ტექნიკური ხარვეზებიც ხდებოდა, ზოგჯერ ღილაკები იჭედებოდა და ასე შემდეგ.

შემადგენლობას თუ გადავხედავთ, მათ შორის რომ ყოფილიყვნენ მხოლოდ ისეთი ადამიანები, რომლებიც 2024 წელს „ქართული ოცნების“ სიაში მოხვდნენ და მანამდე რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციებზე იდგნენ, კიდევ შეიძლებოდა გარკვეული კითხვები გაჩენილიყო. თუმცა ამ სიაში ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში პირველივე დღიდან იყვნენ, მაგალითად, თეა წულუკიანი. ამიტომ ამ ფაქტიდან რაიმე პოლიტიკური შეთანხმების შესახებ დასკვნის გაკეთების საფუძველს ვერ ვხედავ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ის ადამიანები, რომლებიც დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებას, მათ შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, შესაძლოა მედიასთან ისეთი ვრცელი კომენტარებით არ გამოვიდნენ, რომლებიც საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ამასთან, საქმეებზე ადვოკატებს, მათ შორის მოწმეებსაც, გაუთქმელობის ვალდებულება აქვთ, შესაბამისად, ისინი განცხადებების გაკეთების თვალსაზრისით შეზღუდულები არიან და ძირითადად მხოლოდ ზოგადი განცხადებები კეთდება პროკურორისა და ადვოკატის მხრიდან. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან საზოგადოებისთვის ამ საქმეების დეტალები ცნობილი გახდება. ჩემი აზრით, თავიდანვე უკეთესი იქნებოდა, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონოდა ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან დაკავშირებით, რადგან საუბარია ყოფილ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე. მით უმეტეს მაშინ, როდესაც კონკრეტული ინფორმაციის გასაიდუმლოების სამართლებრივი აუცილებლობა არ არსებობს. სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს შესაბამისი შუამდგომლობისა და წარმოდგენილი არგუმენტების საფუძველზე. მე არ ვიცი, კონკრეტულად რა შუამდგომლობა და რა არგუმენტები იყო წარმოდგენილი ამ საქმეებზე და რა გარემოებებით დაასაბუთა სასამართლომ სხდომების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებების სამართლებრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ. ზოგადად კი, რაც უფრო საჯარო იქნება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების განხილვა, მით უკეთესი იქნება როგორც სასამართლო ხელისუფლებისთვის, ისე საზოგადოებისთვის, რადგან ნაკლები კითხვა დარჩება. საერთაშორისო პრაქტიკა სასამართლო სხდომის დახურვასაც იცნობს, მათ შორის მაშინ, როდესაც საქმის კონკრეტული ნაწილი საიდუმლო ან კანონით დაცულ ინფორმაციას შეიცავს. ჩვენთანაც ყოფილა პრაქტიკა, როდესაც სხდომა მხოლოდ იმ ნაწილში იხურებოდა, რომელიც ასეთ მასალებს ეხებოდა. ამიტომ ჩემთვის საინტერესოა, ბოლო პერიოდში ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების საქმეებზე კონკრეტულად რა გარემოებები გახდა სხდომების დახურვის საფუძველი. ამ გადაწყვეტილებების დასაბუთებას არ ვიცნობ და, შესაბამისად, მათ სამართლებრივ შეფასებასაც ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებებს, როგორც წესი, შეღავათის საკითხის განხილვისას მნიშვნელობა აქვს იმასაც, მიაწოდა თუ არა პირმა გამოძიებას საქმისთვის ღირებული ინფორმაცია და რამდენად მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია გამოძიებისთვის. კონკრეტულ საქმეებზე მე არ მაქვს ინფორმაცია, თუ რა ჩვენებები ან ინფორმაცია იქნა მიწოდებული გამოძიებისთვის და რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ეს ინფორმაცია“
კახა კახიშვილი
„არ ვფიქრობ, რომ ეს შეგნებულად გაკეთდა. პარლამენტში ტექნიკური ხარვეზებიც ხდებოდა, ზოგჯერ ღილაკები იჭედებოდა და ასე შემდეგ. შემადგენლობას თუ გადავხედავთ, მათ შორის რომ ყოფილიყვნენ მხოლოდ ისეთი ადამიანები, რომლებიც 2024 წელს „ქართული ოცნების“ სიაში მოხვდნენ და მანამდე რადიკალურად განსხვავებულ პოლიტიკურ პოზიციებზე იდგნენ, კიდევ შეიძლებოდა გარკვეული კითხვები გაჩენილიყო. თუმცა ამ სიაში ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში პირველივე დღიდან იყვნენ, მაგალითად, თეა წულუკიანი. ამიტომ ამ ფაქტიდან რაიმე პოლიტიკური შეთანხმების შესახებ დასკვნის გაკეთების საფუძველს ვერ ვხედავ“
კახა კახიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.