სამტრედიაში მატარებელი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა
სამტრედიაში, სანავარდოს დასახლების მიმდებარედ, მატარებლის დაჯახების შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ტრაგედია სამტრედიაში - მატარებლის დაჯახების შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.
შემთხვევა სანავარდოს დასახლების მიმდებარედ გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მოპირდაპირე მხარეს აპირებდა გადასვლას, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…