ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

“მაშანტაჟებენ და დაჭერით მემუქრებიან” – ადვოკატი

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

ადვოკატი ია სირანაშვილი პროკურატურასა და სამართალდამცველებს მასზე ზეწოლაში, შანტაჟსა და დაჭერით მუქარაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ის ცდილობენ გააჩუმონ და გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელმოწერას აიძულებენ მას შემდეგ, რაც ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ბინის ჩხრეკისას პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით დაიწყო.

“მაშანტაჟებენ და დაჭერით მემუქრებიან” – ადვოკატი
“მაშანტაჟებენ და დაჭერით მემუქრებიან” – ადვოკატიალია

ადვოკატი პროკურატურას მასზე ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებს – ია სირანაშვილი, რომელიც ამბობს, რომ თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების დღეს, პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა, ამბობს რომ მას გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელმოწერას აიძულებენ, რათა შემდეგ ამ საქმის შესახებ ხმამაღლა აღარ ისაუბროს.

სირანაშვილი არ გამორიცხავს, რომ სავარაუდო ძალადობის საქმე მას უკან შემოუბრუნონ და თავად გამოაცხადონ დამნაშავედ.

იმის ნაცვლად, რომ დაზარალებულად ვეცანი, აქეთ მაშანტაჟებენ და დაჭერით მემუქრებიან” – ეუბნება “პირველებს” ადვოკატი.

სისტემას უკვე ისე ეშინია თავისი დანაშაულის და ძალადობის, რომ შეთხზეს სრული კომედია. საქმის მასალებიდან ირკვევა, თუ როგორ მივედი მე მარტო ქალი, ადვოკატი ჩაცუცქულ, უმწეო პოლიციელთან, ვეძალადე მათ და ვცადე ტელეფონის წართმევა, გათიშვა, შემდეგ შევავიწროვე სექსუალურად, ეს არის ვერსია, რომლის განვითარებასაც აპირებენ. ეს არ არის ჩვენებები, მე მაქვს გაუთქმელობაზე ხელი მოწერილი. ეს არის ვერსია, რისიც რცხვენიათ, რომ გარეთ გამოვიტანო და საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე. ვერაფერი ვერ დაუმტკიცეს ფაქტს, იმას, რომ მაქვს ვიდეო-მტკიცებულებები, რეალურად დაზიანებები და ამიტომ მოიფიქრეს ახალი მეთოდი ჩემი გაჩუმების. ჩემი ხმის ამოღებისაც ეშინიათ. დამემუქრნენ, რომ შენ ხარ გაფრთხილებული და თუ შენ რამეს იტყვი, შენს მიმართ აღვძრავთ საქმეს და დავიწყებთ გამოძიებას. იმის მაგივრად, რომ 3 კვირა გავიდა და დაზარალებულად ვეცანი პროკურატურას, ამის ნაცვლად მხვდება გამოძიებაში რა – რომ აქეთ მაშანტაჟებენ, აქეთ მემუქრებიან პატიმრობით, მე თუ გავამხელ საქმის მასალებს, თუ გავამხელ იმ პირებს, რომლებმაც მეძალადნენ მე. ანუ მე ვარ უკვე ზემოდან მუქარის მსხვერპლი”, – აცხადებს ია სირანაშვილი.

შეგახსნებთ, რომ 1-ელ სექტემბერს, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას, ია სირანაშვილმა თქვა, რომ მას სამართალდამცველებმა ბინა ძალით დაატოვებინეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს.

ადვოკატის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.