ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ია კვანტალიანი – “ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს”

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატმა ია კვანტალიანმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და მისი დაცვის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, საქმის მასალებმა გამოავლინა პოზიციური აცდენა, რომელიც მის პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ია კვანტალიანი – “ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს”
ია კვანტალიანი – “ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს”ალია

მუქარის ბრალდებით დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი, ია კვანტალიანი ელიზბარაშვილის დაცვას წყვეტს.

ამის შესახებ განცხადება ადვოკატმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

როგორც ის განმარტავს, საქმის მასალებმა გამოავლინა ისეთი გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება მის პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს.

ადვოკატის თქმით, შექმნილ პირობებში დაცვის გაგრძელება მის ღირსებას ეწინააღმდეგება.

„თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას პირდაპირ შევეწირე ჩემი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სასწორზე დავდე, რასაც პოლიციური ძალადობა და ტრავმები მოჰყვა.

ექიმების მიერ დანიშნული ერთთვიანი წოლითი რეჟიმის მიუხედავად, ერთი დღეც არ დავწოლილვარ და უწყვეტად ვაგრძელებდი მის დაცვას. თუმცა, საქმის მასალებმა გამოავლინა ისეთი გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს.

ასეთ პირობებში დაცვის გაგრძელება ჩემს ღირსებას ეწინააღმდეგება, რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება, ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას. მას ჰყავს ადვოკატთა გუნდი და უადვოკატოდ არ რჩება!“, – წერს ია კვანტალიანი სოციალურ ქსელში.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.