ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

BOG-მა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა (რ)

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკმა Standard Chartered Bank-თან საკორესპონდენტო ურთიერთობა დაამყარა, რაც ბანკს საერთაშორისო გადარიცხვების მიმართულებით შესაძლებლობების გაფართოებისა და მომხმარებლებისთვის უფრო ეფექტიანი სერვისების შეთავაზების საშუალებას მისცემს.

BOG-მა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა (რ)
BOG-მა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა (რ)ტაბულა

საქართველოს ბანკმა ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, Standard Chartered Bank-თან, საკორესპონდენტო ურთიერთობა დაამყარა. ახალი პარტნიორობა ბანკს საერთაშორისო გადარიცხვების მიმართულებით შესაძლებლობების გაფართოებისა და მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ეფექტიანი საბანკო სერვისების შეთავაზების საშუალებას მისცემს.

Standard Chartered Bank გლობალური ფინანსური ინსტიტუტია, რომელსაც საერთაშორისო გადახდების, სავაჭრო ფინანსებისა და ტრანზაქციული საბანკო მომსახურებების მიმართულებით ფართო გამოცდილება აქვს.

საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნა კი საქართველოს ბანკს შესაძლებლობას აძლევს, გააძლიეროს საერთაშორისო გადარიცხვების ინფრასტრუქტურა, გააუმჯობესოს ტრანზაქციების დამუშავების პროცესები და მომხმარებლებს საერთაშორისო ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული უფრო მოქნილი და ეფექტიანი სერვისები შესთავაზოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც უცხოელ პარტნიორებთან ანგარიშსწორებას, იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებსა და საერთაშორისო სავაჭრო საქმიანობას ახორციელებენ.

Standard Chartered Bank-თან თანამშრომლობა საქართველოს ბანკის საერთაშორისო საბანკო ურთიერთობების გაფართოების ნაწილია და კიდევ ერთი ნაბიჯია მომხმარებლებისთვის საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.