ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ჩორჩანას საქმე" გახარიას წინააღმდეგ - "პირველების" ინფორმაციით, სასამართლოში დღეს ვატო შაქარიშვილი და ირაკლი ანთაძე იკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლონეიტრალური საქართველოსაქართველოს პროკურატურასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩორჩანას საქმეზე სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. პროკურატურის მოწმეთა სიაში არიან ირაკლი ანთაძე, ზურაბ სამხარაძე და ვატო შაქარიშვილი. საქმეზე ბრალდებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

"ჩორჩანას საქმე" გახარიას წინააღმდეგ - "პირველების" ინფორმაციით, სასამართლოში დღეს ვატო შაქარიშვილი და ირაკლი ანთაძე იკითხებიან
"ჩორჩანას საქმე" გახარიას წინააღმდეგ - "პირველების" ინფორმაციით, სასამართლოში დღეს ვატო შაქარიშვილი და ირაკლი ანთაძე იკითხებიანTV პირველი

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ჩორჩანას საქმეზე" სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს - "პირველების" ინფორმაციით, დრევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს მოწმეთა სიაში ჰყავს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე, საქმის გამომძიებელი ზურაბ სამხარაძე და "ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ვატო შაქარიშვილი.

უცნობია, თუ რას უკავშირდება ამ უკანასკნელის მოხვედრა პროკურატურის მოწმეთა სიაში და რა ჩვენება უნდა მსიცეს სასამართლო ვატო შაქარიშვილმა.

რაც შეეხება ირაკლი ანთაძეს, ის მრავალი წელია, იმ ერგნეთის შეხვედრების მთავარი მონაწილეა, სადაც უკანონო ბორდერიზაციის საკითხი განიხილება. მასვე აქვს ინფორმაცია ჩორჩანა საგუშაგოს ჩადგმის შესახებაც, ამიტომაც საინტერსოა, თუ რას იტყვის ის და მისცემს თუ არა ჩვენებას გიორგი გახარიას წინააღმდეგ.

საქმეზე ბრალდებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. პროკურატურის ვერსიით, მან სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს განთავსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. გახარიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას საქმეზე პროცესი გაიმართა, რომელიც 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში დამატებითი საგუშაგოს აღმართვას ეხებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები