თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე ჩვენებას აძლევს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, რომელზეც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაა ბრალდებული, ამ წუთებში, ჩვენებას აძლევს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ანთაძე.
სასამართლოში დღეს ჩვენება უნდა მისცეს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრმა, ვატო შაქარაშვილმაც.
ცნობისთვის, საქმეზე ყოფილი შს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა ბრალდებული. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბ რალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.