კობახიძე "კორძის" კონცერტის გადადებაზე: წარმოუდგენელია, როდესაც ფაშიზმის წამახალისებელ ადამიანს უორგანიზებ კონცერტს
ირაკლი კობახიძემ გორში „კამარა ფესტივალისა“ და მუსიკოს Kordz-ის კონცერტის გადადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ფაშიზმის წამახალისებელი ღონისძიების დაფინანსება წარმოუდგენელია. ფესტივალის ორგანიზატორმა „დანიის კულტურის ინსტიტუტმა“ გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების მიზნები დაასახელა.

როდესაც კულტურის ცენტრი უკულტურობას აფინანსებს და უკულტურობის მიღმა აფინანსებს ფაშიზმს, ეს არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად წარმოუდგენელი მოვლენა, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ Kordz-ის კონცერტის გადადების შესახებ დასმულ კითხვას.
“ოცნების“ ლიდერის თქმით, ყველაზე მძიმე ამ ყველაფერში არის ის, რომ კონკრეტულ კონცერტს, ღონისძიებას აფინანსებდა ევროკავშირი და დანიის კულტურის ცენტრი.
“ეს არის ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი, რაც ტრაგიკული მოვლენაა“ - თქვა კობახიძემ.
„ზუსტად ეს არის ის მეთოდები, რაზეც ქალბატონი გიგაური საუბრობდა - საბჭოური მეთოდები. ასეთი საბჭოური მეთოდებით ახლა მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია, რაც მართლა გამაოგნებელია, წარმოუდგენელია, როდესაც ფაშიზმის წამახალისებელ ადამიანს უორგანიზებ კონცერტს. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტია და ეს არის ნამდვილად ფაშიზმის წამახალისებელი, ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი, რაც ტრაგიკული მოვლენაა. მე იმედი მაქვს, რომ სხვაგვარად წარიმართება პროცესები ევროპულ ბიუროკრატიაში და მომდევნო წლების განმავლობაში მთლიანად შეიცვლის თავის მეთოდებს, საბჭოურ მეთოდებს, ევროპული ბიუროკრატია,“- აღნიშნა პრემიერმა.
26 სეტემბერს, გორში დაგეგმილი "კამარა ფესტივალი" გადაიდო. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფესტივალის ორგანიზატორმა "დანიის კულტურის ინსტიტუტმა", რომელმაც გადწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების მიზნები დაასახელა.
"უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, "კამარა ფესტივალი" დაგეგმილი სახით ვერ ჩატარდება და, შესაბამისად, ის გადაიდო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ინტერპრესნიუსიპრემიერი Kordz-ის კონცერტის გადადებაზე - ყველაზე მძიმე ისაა, რომ ღონისძიებას აფინანსებდა ევროკავშირი, როდესაც კულტურის ცენტრი უკულტურობას აფინანსებს და უკულტურობის მიღმა აფინანსებს ფაშიზმს, წარმოუდგენელი მოვლენაა - იმედი მაქვს, მთლიანად შეიცვლის მეთოდებს, საბჭოურ მეთოდებს ევროპული ბიუროკრატია
- რუსთავი 2პრემიერი Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: ყველაზე მძიმე არის ის, რომ ღონისძიებას აფინანსებდა ევროკავშირი და დანიის კულტურის ცენტრი, როდესაც კულტურის ცენტრი უკულტურობას და ფაშიზმს აფინანსებს - ეს წარმოუდგენელი მოვლენაა
- პირველი არხიირაკლი კობახიძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე – ყველაზე მძიმე არის ის, რომ ღონისძიებას აფინანსებდა ევროკავშირი და დანიის კულტურის ცენტრი, როდესაც კულტურის ცენტრი აფინანსებს უკულტურობასა და ფაშიზმს, ეს არის წარმოუდგენელი მოვლენა
ციტატები სტატიიდან
„ეს არის ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი, რაც ტრაგიკული მოვლენაა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…