ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სოლიდარობა KORDZ-ს, გამოხატვის თავისუფლება უზენაესია - მუსიკოსთა პროფკავშირი

ქართული ოცნება

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიულმა კავშირმა სოლიდარობა გამოუცხადა მუსიკოს Kordz-ს (ალექსანდრე კორძაია) და გააკრიტიკა გორში დაგეგმილი ფესტივალის „კამარა“ გადადება, რომელიც, ორგანიზატორთა განცხადებით, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლისა და უსაფრთხოების რისკების გამო მოხდა.

სოლიდარობა KORDZ-ს, გამოხატვის თავისუფლება უზენაესია - მუსიკოსთა პროფკავშირი
სოლიდარობა KORDZ-ს, გამოხატვის თავისუფლება უზენაესია - მუსიკოსთა პროფკავშირიტაბულა

საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი გორში, ფესტივალ კამარას გადადებას გამოეხმაურა, რომლის ფარგლებში Kordz-ის კონცერტი უნდა გამართულიყო. ისინი მუსიკოსს სოლიდარობას უცხადებენ და წერენ, რომ გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა.

"ხელოვანის გამოხატვის თავისუფლება არ არის პოლიტიკური პრივილეგია, ეს ფუნდამენტური უფლებაა!

ვეხმაურებით შალვა პაპუაშვილის მხრიდან მუსიკოს Kordz-ის (ალექსანდრე კორძაია) მისამართით გაჟღერებულ უხეშ ბრალდებებსა და თავდასხმას, რასაც გორში დაგეგმილი კონცერტის გაუქმება მოჰყვა. ჩვენთვის, როგორც პროფესიული გაერთიანებისთვის, განსხვავებული მსოფლმხედველობისა და პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების თანაარსებობა ფუნდამენტური პრინციპია. ჩვენს რიგებში ნებისმიერი მუსიკოსი თავს დაცულად უნდა გრძნობდეს. თუმცა, როცა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები პირდაპირ იერიშს ახორციელებენ ხელოვანზე მისი მოქალაქეობრივი პოზიციის გამო, ეს დებატებს სცილდება და ცენზურის ინსტრუმენტად იქცევა.

​Kordz ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის შემოქმედებაც ცდება ადგილობრივ მასშტაბებს. სამწუხარო და დამანგრეველი იქნება, თუ პოლიტიკური ზეწოლის გამო ასეთ მუსიკოსებს ჩაუხშობენ სურვილს, საკუთარ სამშობლოში დაგვასაჩუქრონ თავიანთი შემოქმედებით. ​გამოხატვის თავისუფლება უზენაესია! ხელოვანს აქვს სრული უფლება, ჰქონდეს მოქალაქეობრივი პოზიცია. ​არა პოლიტიკურ დევნას! დაუშვებელია სახელისუფლებო რესურსისა და რიტორიკის გამოყენება მუსიკოსების შესავიწროებლად თუ კონცერტების ჩასაშლელად.

​სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ Kordz-სა და ყველა იმ მუსიკოსს, ვინც საკუთარი პოზიციის გამო წნეხის ქვეშ ექცევა. ხელოვნება ვერ იარსებებს ცენზურისა და შიშის გარემოში". - წერს კავშირი.

ცნობისთვის, 26 სექტემბერს, გორში დაგეგმილი იყო ფესტივალი კამარა, რომლის გადადების შესახებაც სოციალურ ქსელში ფესტივალის ორგანიზატორმა დანიის კულტურის ინსტიტუტმა დაწერა და გადწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების მიზნები დაასახელა.

ფესტივალი მუსიკოს KORDZ-ს უნდა დაეხურა.

"მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, ქართული ოცნების წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს. საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან. ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის!" - დაწერა მუსიკოსმა ფესტივალის გადადების შემდეგ.

უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე კამარა ფესტივალი გადაიდო – დანიის კულტურის ინსტიტუტი

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.