პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: ყველაზე მძიმე არის ის, რომ ღონისძიებას აფინანსებდა ევროკავშირი და დანიის კულტურის ცენტრი, როდესაც კულტურის ცენტრი უკულტურობას და ფაშიზმს აფინანსებს - ეს წარმოუდგენელი მოვლენაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Kordz-ის კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ღონისძიების დაფინანსება ევროკავშირისა და დანიის კულტურის ცენტრის მხრიდან წარმოუდგენელი მოვლენა და ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტია.

პრემიერი Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: ყველაზე მძიმე არის ის, რომ ღონისძიებას აფინანსებდა ევროკავშირი და დანიის კულტურის ცენტრი, როდესაც კულტურის ცენტრი უკულტურობას და ფაშიზმს აფინანსებს - ეს წარმოუდგენელი მოვლენაა
რუსთავი 2

ყველაზე მძიმე ამ ყველაფერში არის ის, რომ კონკრეტულ კონცერტს, ღონისძიებას აფინანსებდა ევროკავშირი და დანიის კულტურის ცენტრი. როდესაც კულტურის ცენტრი უკულტურობას აფინანსებს და უკულტურობის მიღმა აფინანსებს ფაშიზმს, ეს არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად წარმოუდგენელი მოვლენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც Kordz-ის კონცერტის გაუქმებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი, რაც ტრაგიკული მოვლენაა.

„ზუსტად ეს არის ის მეთოდები, რაზეც ქალბატონი გიგაური საუბრობდა - საბჭოური მეთოდები. ასეთი საბჭოური მეთოდებით ახლა მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია, რაც მართლა გამაოგნებელია, წარმოუდგენელია, როდესაც ფაშიზმის წამახალისებელ ადამიანს უორგანიზებ კონცერტს. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტია და ეს არის ნამდვილად ფაშიზმის წამახალისებელი, ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი, რაც ტრაგიკული მოვლენაა. მე იმედი მაქვს, რომ სხვაგვარად წარიმართება პროცესები ევროპულ ბიუროკრატიაში და მომდევნო წლების განმავლობაში მთლიანად შეიცვლის თავის მეთოდებს, საბჭოურ მეთოდებს, ევროპული ბიუროკრატია,“- აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპრემიერი Kordz-ის კონცერტის გადადებაზე - ყველაზე მძიმე ისაა, რომ ღონისძიებას აფინანსებდა ევროკავშირი, როდესაც კულტურის ცენტრი უკულტურობას აფინანსებს და უკულტურობის მიღმა აფინანსებს ფაშიზმს, წარმოუდგენელი მოვლენაა - იმედი მაქვს, მთლიანად შეიცვლის მეთოდებს, საბჭოურ მეთოდებს ევროპული ბიუროკრატია
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე – ყველაზე მძიმე არის ის, რომ ღონისძიებას აფინანსებდა ევროკავშირი და დანიის კულტურის ცენტრი, როდესაც კულტურის ცენტრი აფინანსებს უკულტურობასა და ფაშიზმს, ეს არის წარმოუდგენელი მოვლენა
  3. TV პირველიოპოზიციურიკობახიძე "კორძის" კონცერტის გადადებაზე: წარმოუდგენელია, როდესაც ფაშიზმის წამახალისებელ ადამიანს უორგანიზებ კონცერტს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"კამარას" ფესტივალის გაუქმება და პოლიტიკური შეფასებები - "ქართული ოცნება" ევროკავშირის წარმომადგენლობას რადიკალიზმის წახალისებაში ადანაშაულებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები