ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენლობას "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევისთვის აკრიტიკებს

ქართული ოცნება

ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა ევროკავშირის წარმომადგენლობა კახეთში დაგეგმილ კონცერტზე ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ მოწვევის გამო და აღნიშნა, რომ ეს უარყოფითად აისახება საზოგადოების ნდობაზე. სტატიაში ასევე საუბარია გორში ფესტივალ „კამარას“ გადადებასა და ამასთან დაკავშირებულ შეფასებებზე.

კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენლობას "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევისთვის აკრიტიკებს
კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენლობას "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევისთვის აკრიტიკებსტაბულა

"დემონსტრაციული ნაბიჯი" - ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ კონცერტზე "გამოუვალი მდგომარეობის" მოწვევა. მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება საზოგადოების ნდობაზე ევროპული ინსტიტუტების მიმართ.

"რა თქმა უნდა ეს დემონსტრაციული ნაბიჯია. ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რაც ძალიან სამწუხაროა. მათი არჩევანია. რა თქმა უნდა, ასეთი ნაბიჯები უარყოფითად აისახება საზოგადოების ნდობაზე ევროპული ინსტიტუტების მიმართ. ეს ძალიან სამწუხაროა. ვნახოთ, როგორც განვითარდება მომავალში პროცესები. მშვიდად უნდა დავაკვირდეთ ამ ყველაფერს. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჯანსაღი ფორმით გაგრძელდება დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ" - განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, კახეთში ევროპის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება იმართება, სადაც კონცერტს გამართავს ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა."

ასევე შეგახსნებთ, რომ 26 სექტემბერს, გორში დაგეგმილი იყო ფესტივალი კამარა, რომლის გადადების შესახებაც სოციალურ ქსელში ფესტივალის ორგანიზატორმა დანიის კულტურის ინსტიტუტმა დაწერა და გადწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების მიზნები დაასახელა. ფესტივალი მუსიკოს KORDZ-ს უნდა დაეხურა.

EU "სინანულს გამოთქვამს" უსაფრთხოების მიზეზით გორში ფესტივალ კამარას გადადების გამო

"მიზეზი მარტივია: ადგილობრივი ხელისუფლების, ქართული ოცნების წევრებისა და პროპაგანდისტული მედიების შეტევისა და მუქარის გამო, ადგილზე უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს. საწყენია, რომ ამ პოლიტიკური შეტევის გამო, პირველ რიგში, ადგილობრივი ახალგაზრდები ზარალდებიან. ვწუხვარ, რომ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. და დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის!" - დაწერა მუსიკოსმა ფესტივალის გადადების შემდეგ.

პაპუაშვილი: EU-ს წარმომადგენლობის განცხადება სიძულვილის ენის წახალისებაა

კირცხალია: EU-ს წარმომადგენლობამ მორიგი უტიფარი განცხადება გაავრცელა

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რა თქმა უნდა ეს დემონსტრაციული ნაბიჯია. ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რაც ძალიან სამწუხაროა. მათი არჩევანია. რა თქმა უნდა, ასეთი ნაბიჯები უარყოფითად აისახება საზოგადოების ნდობაზე ევროპული ინსტიტუტების მიმართ. ეს ძალიან სამწუხაროა. ვნახოთ, როგორც განვითარდება მომავალში პროცესები. მშვიდად უნდა დავაკვირდეთ ამ ყველაფერს. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჯანსაღი ფორმით გაგრძელდება დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?