ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართა. სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა მშვიდობის შენარჩუნებაზე, სუვერენიტეტზე, ეკონომიკურ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის პორტზე, და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე.

როგორც თავად თქვა, ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოვიდა „საქართველოს სახელით - ქვეყნის, რომლის იდენტობაც საუკუნოვანი ისტორიით, გამძლეობით და ცვალებად სამყაროსთან ურთიერთქმედების გზით ყალიბდებოდა”.
ირაკლი კობახიძის გამოსვლის ტექსტი მთავრობის საიტზეც გამოქვეყნდა.
კობახიძემ „უმთავრეს პრიორიტეტებად” დაასახელა „მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება” იმ ვითარებაში, როცა „მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განვითარებული მოვლენები ამჟამინდელ მდგომარეობას გამოწვევის წინაშე აყენებს და საერთაშორისო წესრიგის მომავალთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს”. მას რომელიმე კონკრეტული რეგიონი, ან მოვლენა არ დაუსახელებია.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება ძალის გამოყენებით შეუძლებელია. ის დიალოგს, ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს”.
პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა იმაზე, რომ საქართველოს განსაკუთრებით ღრმად ესმის მშვიდობის, სტაბილურობის და სუვერენიტეტის მნიშვნელობა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა არაერთხელ დამდგარა განსაცდელის წინაშე და „ამ გამოწვევებმა კიდევ უფრო მტკიცედ გადაგვაწყვეტინა თავად ავირჩიოთ საკუთარი გზა”.
„ისტორიულმა გამოცდილებამ ასევე გვასწავლა, რომ სუვერენიტეტის ფასი ყოველთვის კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სტაბილურობას დაცვა სჭირდება და საერთაშორისო წესრიგის ძალა საბოლოო ჯამში იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად თანაბრად იქნება დაცული ერთი და იგივე პრინციპები ყველა სახელმწიფოს მიმართ”.
კობახიძემ ილაპარაკა საქართველოს ეკონომიკის კარგ მაჩვენებლებზე, სამომავლო მიზნებზე და პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის პორტზე და განაცხადა, რომ პროგრესი, რომლის მიღწევაც ქვეყანაში სურთ, წარმოუდგენელია სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების გარეშე. მან პარტნიორობის პირობაც დაასახელა:
„საქართველო კვლავ გამოხატავს მზადყოფნას, რომ ურთიერთობა განაგრძოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, რომლებიც მზად არიან ჩვენთან სამუშაოდ, ურთიერთპატივისცემის და სუვერენული თანასწორობის საფუძველზე. გვჯერა, რომ ხანგრძლივი პარტნიორობა მხოლოდ დიალოგით მიიღწევა და ეს შედეგი არასოდეს არ დადგება ზეწოლის ან იძულების გზით”.
„ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომლის პოლიტიკამაც ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისა და აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება გამოიწვია, საქართველოზე ზეწოლისა და ქვეყნის საქმეებში ჩარევის მცდელობებში ხშირად ადანაშაულებს დასავლეთის სახელმწიფოებს.
ოკუპაცია
ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ასობით ათასი მოქალაქე კი კვლავ იძულებით გადაადგილებულია და საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს.
კობახიძემ მიმართა „აფხაზ და ოს ძმებს და დებს”, რომ ერთ სამშობლოს და საერთო ისტორიას „დღეისთვის გავლებული გამყოფი ხაზები ვერ წაშლის და ვერც ჩვენი შვილების მომავალს ვერ განსაზღვრავს”, „მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს” და „ამ სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც, ვინც ჩვენი საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილი იყო და ყოველთვის იქნება კიდეც”.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2პრემიერი: მშვიდობით მიღებული სიკეთეები და ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს, ამ სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ჩვენს ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძე: სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა
- პირველი არხისაქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს, საუკუნეების განმავლობაში ერთი სამშობლო გვქონდა, საერთო ისტორია გვაკავშირებდა, გამყოფი ხაზები ვერც ამ ისტორიას წაშლის, ვერც ჩვენი შვილების მომავალს განსაზღვრავს
- BM.GEსაქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზად არის - ირაკლი კობახიძე
- იმედინიუსიგაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა სრულად. ფოტო/ვიდეო
- POSTVპრემიერ-მინისტრი: „გვჯერა, რომ მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება
- POSTVირაკლი კობახიძე: „სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს
- TV პირველიკობახიძემ გაეროს ტრიბუნიდან ოკუპაციის კონტექსტში რუსეთი ახსენა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…