პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: მშვიდობით მიღებული სიკეთეები და ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს, ამ სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ჩვენს ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მშვიდობით მიღებული სიკეთეები და ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს და ამით სარგებლობა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც უნდა შეძლონ.

პრემიერი: მშვიდობით მიღებული სიკეთეები და ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს, ამ სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ჩვენს ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც
რუსთავი 2

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ხოლო ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე კვლავ იძულებით გადაადგილებულია და საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. წლევანდელი სესიის ერთ-ერთი მთავარი თემაა ნდობის აღდგენა და სწორედ ამ ფონზე მსურს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს მივმართო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც.

„საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთი სამშობლო გვქონდა და საერთო ისტორია გვაკავშირებდა. დღეისთვის გავლებული გამყოფი ხაზები ვერც ამ ისტორიას ვერ წაშლის და ვერც ჩვენი შვილების მომავალს ვერ განსაზღვრავს. გვჯერა, რომ მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს. ამ სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ჩვენს ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაც - ვინც ჩვენი საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილი იყო და ყოველთვის იქნება კიდეც,“- აღნიშნა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 7ოპოზიციური 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა
  3. პირველი არხისამთავრობოსაქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე
  4. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს, საუკუნეების განმავლობაში ერთი სამშობლო გვქონდა, საერთო ისტორია გვაკავშირებდა, გამყოფი ხაზები ვერც ამ ისტორიას წაშლის, ვერც ჩვენი შვილების მომავალს განსაზღვრავს
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართა
  6. BM.GEოპოზიციურისაქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზად არის - ირაკლი კობახიძე
  7. იმედინიუსისამთავრობოგაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა სრულად. ფოტო/ვიდეო
  8. POSTVსამთავრობოპრემიერ-მინისტრი: „გვჯერა, რომ მშვიდობით მიღებული სიკეთეები და საქართველოს ეკონომიკური განვითარება
  9. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: „სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს
  10. TV პირველიოპოზიციურიკობახიძემ გაეროს ტრიბუნიდან ოკუპაციის კონტექსტში რუსეთი ახსენა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ევროპული საბჭოს ორგანიზებით გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები