პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებული დაზარალებულებს შეღავათიან ფასად საცხოვრებელი სახლებისა და კოტეჯების აშენებას ჰპირდებოდა, რა დროსაც მოჩვენებითი გარიგებებით მოქალაქეებს კუთვნილ 365 273 ლარს მოსტყუეს.

სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
რუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

"საქმეზე ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე თაღლითობის ბრალდებით მიმდინარე წლის აგვისტოში დაკავებულ პირთან ერთად, მოქალაქეებს შეღავათიან ფასად საცხოვრებელი სახლებისა და კოტეჯების აშენებას, შესაბამისი ნებართვების მოპოვებასა და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გაწევას ჰპირდებოდა.

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებული დაზარალებულებთან ე.წ. მოჩვენებით გარიგებებს აფორმებდნენ.

ამ გზით ბრალდებული, ამჟამად პატიმრობაში მყოფ პირთან ერთად, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ 365 273 ლარს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ტაბულაოპოზიციური"დაზარალებულის კუთვნილ 350 000 ლარს დაეუფლა" - პოლიციამ თაღლითობისთვის 1 პირი დააკავა
  2. რუსთავი 2სამთავრობოპოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
  3. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
13 500 დოლარს თაღლითურად დაეუფლა – დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები