ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისის პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა დაზარალებულს საერთო ბიზნესსაქმიანობის დაწყების მიზნით სამშენებლო კომპანიის შესყიდვა და სახელმწიფო მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარება შესთავაზა, რა გზითაც მოტყუებით 350 000 ლარი მიისაკუთრა. დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ისარგებლა დაზარალებულთან ახლო ურთიერთობით და მას თითქოსდა საერთო ბიზნესსაქმიანობის დაწყების მიზნით შესთავაზა სამშენებლო კომპანიის შესყიდვა მიწის ნაკვეთით, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის შეთანხმებული პროექტით და ნებართვით. ასევე დაზარალებულს თავისი კავშირების და ,,გავლენიანი ნაცნობების“ მეშვეობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაჰპირდა.

ბრალდებულმა ისარგებლა დაზარალებულის ნდობით და 350 000 ლარი მოტყუებით გამოართვა, სრულად მიისაკუთრა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები