ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მაკა ბოჭორიშვილი ეგვიპტელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრ ბადრ აბდელატის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, მაღალი დონის ვიზიტები, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და რეგიონული ვითარება.

მაკა ბოჭორიშვილი ეგვიპტელ კოლეგას შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი ეგვიპტელ კოლეგას შეხვდაBM.GE

24 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ეგვიპტელი ექსპატრიატების მინისტრთან, ბადრ აბდელატისთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ეგვიპტეს შორის არსებული ურთიერთობები და ყურადღება გაამახვილეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე.

მათივე ცნობით, მინისტრებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობები.

"საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე პროცესებს.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააღრმაონ თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.