ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში უნგრეთის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს ანიტა ორბანს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, მწვანე დერეფნის მნიშვნელობა და ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხები განიხილეს.

მაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდარუსთავი 2

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა უნგრეთის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ანიტა ორბანთან.

"საუბრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს ატარებს. ყურადღება დაეთმო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობაზე დაკავშირებადობის მიმართულებით და აღნიშნეს მწვანე დერეფნის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხები და უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

მინისტრებმა გამოხატეს რეგულარული დიალოგის გაგრძელების მზაობა", - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საუბრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს ატარებს. ყურადღება დაეთმო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობაზე დაკავშირებადობის მიმართულებით და აღნიშნეს მწვანე დერეფნის მნიშვნელობა. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხები და უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა. მინისტრებმა გამოხატეს რეგულარული დიალოგის გაგრძელების მზაობა“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილმა ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები