ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეგვიპტელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრს ბადრ აბდელატის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეგვიპტელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეგვიპტელ კოლეგას შეხვდაპირველი არხი

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ეგვიპტელი ექსპატრიატების მინისტრთან, ბადრ აბდელატისთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ეგვიპტეს შორის არსებული ურთიერთობები და ყურადღება გაამახვილეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე.

„მინისტრებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობები.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე პროცესებს.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააღრმაონ თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მინისტრებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე პროცესებს. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააღრმაონ თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები