საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეგვიპტელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბადრ აბდელატისთან. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და რეგიონში არსებული ვითარება.

2026 წლის 24 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ეგვიპტელი ექსპატრიატების მინისტრთან, ბადრ აბდელატისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ეგვიპტეს შორის არსებული ურთიერთობები და ყურადღება გაამახვილეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე.
მინისტრებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განვითარების შესაძლებლობები.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე პროცესებს.
მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააღრმაონ თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.