ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძე: ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული

ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული და ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციაზე, ასევე რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

კობახიძე: ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული
კობახიძე: ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგულიფორმულა

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ანსამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, "მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში" მიიღო მონაწილეობა. სამიტი ევროპული საბჭოს ორგანიზებით გაიმართა, ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ გახსნა.

ინფორმაცია ოცნების მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. მათი ცნობით, სამიტზე, კობახიძემ საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

კობახიძემ ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაზე, აღნიშნა რომ ოკუპაცია ადგილზე მცხოვრები ადამიანების უფლებებზე აისახა. მისი განცხადებით, რჩებიან კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ერთგული, რის მთავარ ნაწილადაც საერთაშორისო მხარდაჭერა დაასახელა.

"საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია ადგილზე მცხოვრები ადამიანების ცხოვრებასა და უფლებებზე აისახება. ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის დეოკუპაციის, შერიგებისა და კონფლიქტით დაზარალებულ ხალხს შორის ნდობის აღდგენის გზით.

ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად კვლავ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო მხარდაჭერა. ეფექტიანი მულტილატერალიზმი ასევე მოითხოვს უფრო მჭიდრო რეგიონულ თანამშრომლობას. ერთი და იმავე რეგიონის ქვეყნები უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, ხოლო უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამ გამოწვევებზე უფრო ეფექტიანად რეაგირების შესაძლებლობას იძლევა.

სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდს გადის და სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა მის ეკონომიკურ და სტრატეგიულ პოტენციალს. დღეს პრაქტიკული რეგიონული თანამშრომლობისთვის უფრო ფართო შესაძლებლობები არსებობს. ჩვენ მივესალმებით ჩვენს მეზობლებს შორის სამშვიდობო პროცესში მიღწეულ პროგრესს და გვჯერა, რომ გაძლიერებულ რეგიონულ თანამშრომლობას შეუძლია ახალი შესაძლებლობების შექმნა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, დაკავშირებადობა და ეკონომიკური განვითარება", - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ხაზგასმულია მსოფლიო წესრიგზე მზარდი ზეწოლის პირობებში ერთობლივი ძალისხმევის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისა და მრავალმხრივი პარტნიორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პრემიერი: მშვიდობით მიღებული სიკეთეები და ეკონომიკური განვითარება ხელოვნურად გავლებული გამყოფი ხაზებით არ უნდა დაბრკოლდეს, ამ სიკეთეებით სარგებლობა უნდა შეძლონ ჩვენს ოკუპირებულ ისტორიულ რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმაცწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები