საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების, ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით, აგრეთვე ევროკავშირთან ურთიერთობები.

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.
ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც შავი ზღვის ქვეყნების, თანამშრომლობის გაღრმავებაზე არამხოლოდ უსაფრთხოების, არამედ სავაჭრო-ეკონომიკური, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და ენერგეტიკის მიმართულებით.
მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირთან ურთიერთობები და ამ პროცესში მხარდაჭერის მნიშვნელობა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…