პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას ანიტა ორბანს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანიტა ორბანთან. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, პოლიტიკური დიალოგი, დაკავშირებადობისა და მწვანე დერეფნის პროექტები, აგრეთვე ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხები.

მაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას ანიტა ორბანს შეხვდა
იმედინიუსი

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა უნგრეთის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ანიტა ორბანთან.

საუბრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს ატარებს. ყურადღება დაეთმო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობაზე დაკავშირებადობის მიმართულებით და აღნიშნეს მწვანე დერეფნის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხები და უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

მინისტრებმა გამოხატეს რეგულარული დიალოგის გაგრძელების მზაობა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა
  2. პირველი არხისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას, ანიტა ორბანს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები