პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას, ანიტა ორბანს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ანიტა ორბანთან, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, დაკავშირებადობის მიმართულება და ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხები განიხილეს.

მაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას, ანიტა ორბანს შეხვდა
პირველი არხი

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა უნგრეთის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ანიტა ორბანთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს ატარებს. ყურადღება დაეთმო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.

„მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო-უნგრეთის თანამშრომლობაზე დაკავშირებადობის მიმართულებით და აღნიშნეს მწვანე დერეფნის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხები და უნგრეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

მინისტრებმა გამოხატეს რეგულარული დიალოგის გაგრძელების მზაობა“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობომაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა
  2. იმედინიუსისამთავრობომაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას ანიტა ორბანს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები