პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს

საქართველოს რკინიგზა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ჩინეთში ვიზიტისას დაფიქსირდა ინვესტიციების განხორციელების გაზრდილი ინტერესი, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში.

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს
იმედინიუსი

„ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში, სადაც სიტყვით გამოსვლისას ამომწურავად ვილაპარაკეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შედეგები შეაჯამა.

როგორც მან აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში იმსჯელეს, ზოგადად, იმ გეგმასა და ხედვაზე, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის შემდგომ განვითარებაზე.

„ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, ტრანსპორტის მინისტრთან, კომერციის მინისტრის მოადგილესთან, ადგილობრივ უმსხვილეს კორპორაციებთან და კომპანიებთან ტრანსპორტის, გადაზიდვების, პორტის ოპერირების, ისევე როგორც ენერგეტიკის სექტორში. ვიზიტის მსვლელობისას ჩვენ დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს
  2. პირველი არხისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი – ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმარიამ ქვრივიშვილი - ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი
  4. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: „ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები