პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში გამართულ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში მიიღო მონაწილეობა და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში მიიღო მონაწილეობა
რუსთავი 2

ეკონომიკის მინისტრმა ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მარიამ ქვრივიშვილი სიტყვით წარსდგა ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე.

მონაწილე ქვეყნები ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის, ეფექტიანობის და კონკურენტურანიანობის გაუმჯობესებისთვის ერთობლივ ინიციატივას შეუერთდნენ.

"მზარდი ტვირთნაკადები, მსხვილი ინფრასტრუქტურული ინვესტიციები და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება დერეფანს ჩვენს რეგიონებს შორის სულ უფრო მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ხიდად აყალიბებს. სწორედ ამიტომ, საქართველო მიესალმება "ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდისა და ეფექტიანობის გაძლიერების ხელშეწყობის" ინიციატივას. ინიციატივის მიზანი სრულად პასუხობს დერეფნის განვითარების ამჟამინდელ საჭიროებებს და მიმართულია მისი გამტარუნარიანობის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის შემდგომი გაძლიერებისკენ. ამ მიზნის მიღწევა მოითხოვს არა მხოლოდ ტრანსპორტის ცალკეულ სახეობათა განვითარებას, არამედ მათ უფრო მჭიდრო ინტეგრაციასა და ეფექტიან ურთიერთდაკავშირებას. შესაბამისად, ჩვენი მიზანია ამ სინერგიის შემდგომი განვითარება და გაძლიერება, რათა ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობამ ერთმანეთი შეავსოს და ხელი შეუწყოს უფრო შეუფერხებელი და ეფექტიანი დერეფნის ჩამოყალიბებას", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმზე სიტყვით გამოვა - თამარ იოსელიანი
  2. POSTVსამთავრობოეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში „გლობალური მდგრადი ტრანსპორტის
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები