გენადი არველაძე: „ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შევთანხმდით გარკვეული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებაზე, სადაც
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ, ჩინეთში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც მიმართულია ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

„საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს ჩინეთის სახელმწიფოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას“, – განცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ჩინეთში ვიზიტის შეჯამებისას.
როგორც მინისტრია მოადგილემ აღნიშნა, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას განსაკუთრებით უწყობს ხელს მაღალი დონის ვიზიტები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ორ სახელმწიფოს შორის ხორციელდება.
„გვქონდა შესაძლებლობა, მაღალი დონის შეხვედრები გაგვემართა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ტრანსპორტის მინისტრთან, ასევე კომერციის მინისტრის მოადგილესთან, სადაც თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმები და ის მნიშვნელოვანი პროექტები განვიხილეთ, სადაც მომავალში ორ ქვეყანას შეუძლია ითანამშრომლოს. ასევე შევთანხმდით გარკვეული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებაზე, სადაც კონკრეტული მიმართულებებით ვიმუშავებთ. აღნიშნული შეეხება ვაჭრობის სფეროს გაძლიერებას, საქართველოდან იმ მნიშვნელოვანი პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას ჩინეთის ბაზარზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
როგორც გენადი არველაძემ განაცხადა, სამუშაო ჯგუფების შექმნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
„აღნიშნული სამუშაო ჯგუფი დააჩქარებს იმ პროცესებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა, როგორც ელექტრონულ პლატფორმაზე ჩინეთში ჩვენი პროდუქტების პოპულარიზაციას, ასევე სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობას და ბიზნესკონტაქტების დამყარებას სხვადასხვა სავაჭრო მისიის ორგანიზებით“, – განაცხადა არველაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2"შევთანხმდით გარკვეული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებაზე, სადაც კონკრეტული მიმართულებებით ვიმუშავებთ - ეს შეეხება ვაჭრობის მიმართულების გაძლიერებას, საქართველოდან პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას ჩინეთის ბაზარზე" - გენადი არველაძე ჩინეთში ვიზიტზე
- პირველი არხიგენადი არველაძე – ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შევთანხმდით სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებაზე, ვიმუშავებთ კონკრეტული მიმართულებებით, მათ შორის საქართველოდან ჩინეთში პროდუქტების ექსპორტზე
ციტატები სტატიიდან
„გვქონდა შესაძლებლობა, მაღალი დონის შეხვედრები გაგვემართა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ტრანსპორტის მინისტრთან, ასევე კომერციის მინისტრის მოადგილესთან, სადაც თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმები და ის მნიშვნელოვანი პროექტები განვიხილეთ, სადაც მომავალში ორ ქვეყანას შეუძლია ითანამშრომლოს. ასევე შევთანხმდით გარკვეული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებაზე, სადაც კონკრეტული მიმართულებებით ვიმუშავებთ. აღნიშნული შეეხება ვაჭრობის სფეროს გაძლიერებას, საქართველოდან იმ მნიშვნელოვანი პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას ჩინეთის ბაზარზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ“
„აღნიშნული სამუშაო ჯგუფი დააჩქარებს იმ პროცესებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა, როგორც ელექტრონულ პლატფორმაზე ჩინეთში ჩვენი პროდუქტების პოპულარიზაციას, ასევე სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობას და ბიზნესკონტაქტების დამყარებას სხვადასხვა სავაჭრო მისიის ორგანიზებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…