პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჩვენი მთავრობის პოლიტიკაა, ჩვენი საექსპორტო პროდუქტების ბაზრების დივერსიფიკაცია მოვახდინოთ და ჩინეთი ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია - გენადი არველაძე

ეკონომიკის სამინისტრორუსთავი 2

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძის განცხადებით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ ახალი პროდუქტების ექსპორტმა ჯამურად დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

"მას შემდეგ, რაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა ძალაში შევიდა, ახალი პროდუქტების ექსპორტმა ჯამურად, შეადგინა დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ექსპორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გადაცემაში "დებატები რუსთავი2-ზე".

მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისა და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 2015 წელს საქართველო იყო ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც მიუერთდა ინიციატივას „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ - ამ ინიციატივის ფარგლებში კი საქართველოს ჩინეთთან გრძელვადიანი პარტნიორობის დაწყების შესაძლებლობა მიეცა.

"ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ჩინეთის ხელისუფლებასთან ერთად, რომ დაგვეწყო მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობაზე, 2015 წელს და წარმატებით დავასრულეთ. ეს იყო ყველაზე მოკლევადიანი მოლაპარაკებები, რომელიც ჩინეთს უწარმოებია, მათ შორის საქართველოს ისტორიაშიც, სადაც მივაღწიეთ ძალიან ამბიციურ შედეგს - საქართველოში წარმოებული პროდუქციის 96% გათავისუფლებულია და ნულოვანი ტარიფით თავსდება ჩინეთის ბაზარზე", - განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანი იყო ასევე 2018 წლის 1 იანვრის შეთანხმება, რომლის შედეგად, თუ 2025 და 2026 წლების შედარება მოხდება, 2017 წელთან შედარებით საქართველოს დაახლოებით 140%-იანი ზრდა აქვს ექსპორტის მიმართულებით.

"ასევე გვაქვს ახალი პროდუქტები, რომლებიც განთავსდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ. ჩვენ ამ კუთხით ასევე გვაქვს სხვადასხვა ღონისძიებები, რითაც ხელს ვუწყობთ საექსპორტო პოტენციალის გაზრდას. ზოგადად, ჩვენი მთავრობის პოლიტიკა არის, რომ დივერსიფიკაცია მოვახდინოთ ჩვენი საექსპორტო პროდუქტების ბაზრების და ჩინეთი ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, ვისთანაც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, რომ აღნიშნულ ბაზარზე მოვახდინოთ უფრო მეტი ცნობადობის ამაღლება საქართველოში წარმოებულ პროდუქტზე", - განაცხადა გენადი არველაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოგენადი არველაძე: ჩვენი მთავრობის პოლიტიკა არის, რომ დივერსიფიკაცია მოვახდინოთ ჩვენი საექსპორტო პროდუქტების ბაზრების და ჩინეთი ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხან ჭენგი: მზად ვართ, შევიძინოთ უფრო მეტი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციასა და განვითარებას, მხარს დავუჭერთ ძლიერ და კონკურენტუნარიან ჩინურ კომპანიებს, რათა მათ თანმიმდევრულად განახორციელონ ინვესტიციები საქართველოშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები