უკრაინამ და ფინეთმა დრონების ერთობლივი წარმოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს
უკრაინამ და ფინეთმა უპილოტო სისტემების ერთობლივი წარმოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის თქმით, ფინური თავდაცვითი კომპანიები მზად არიან მუშაობის დასაწყებად. საწყისი მიზანი უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის 320 სისტემის წარმოებაა.

უკრაინამ და ფინეთმა უპილოტო სისტემების ერთობლივად წარმოების შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა, შეთანხმების დადების შესახებ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ხელმოწერილი დოკუმენტი დრონების ერთობლივი წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ფინური თავდაცვითი კომპანიები მუშაობის დასაწყებად მზად არიან.
"ფინეთის თავდაცვის სექტორის კომპანიები მზად არიან და ერთობლივი ძალისხმევა ახლა უკვე სრულად შეიძლება ამოქმედდეს.” – განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.
საწყისი მიზანი უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებებისთვის 320 სისტემის წარმოებაა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…