ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ბანკების მოგება ₾2.5 მლიარდამდე გაიზარდა - როგორ შეიცვალა TOP მოგებიანი ბანკების რეიტინგი?

თიბისი ბანკისაქართველოს ბანკისაქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის 8 თვეში საქართველოს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2.564 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წლიურად 20%-იანი ზრდაა. ყველაზე დიდი მოგებით „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი“ ლიდერობენ, ხოლო 4 ბანკი ზარალზეა.

ბანკების მოგება ₾2.5 მლიარდამდე გაიზარდა - როგორ შეიცვალა TOP მოგებიანი ბანკების რეიტინგი?
ბანკების მოგება ₾2.5 მლიარდამდე გაიზარდა - როგორ შეიცვალა TOP მოგებიანი ბანკების რეიტინგი?BM.GE

საბანკო სექტორს წმინდა მოგება გაეზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის 8 თვეში 19-მა კომერციულმა ბანკმა 2.564 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც წლიურად 428.8 მლნ ლარით, ანუ 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საბანკო სექტორის წმინდა მოგება

2026 წლის 8 თვე - 2 564 621 000 ლარი + 20%

2025 წლის 8 თვე - 2 13

ეროვნულ ბანკში წარდგენილი მონაცემები აჩვენებს, რომ წმინდა მოგებით “საქართველოს ბანკი” ლიდერობს, რომელმაც 8 თვე 1.291 მლრდ ლარის მოგებით დახურა. მეორე ადგილს იკავებს „თიბისი“ - 936.8 მლნ ლარით, სამეულში შედის ბაზისბანკი. ამ ბანკმა იანვარ-აგვისტოში 97.19 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო.

ბანკების რეიტინგი წმინდა მოგების მიხედვით / 2026 წლის 8 თვე

საქართველოს ბანკი - 1.291 მლრდ ლარი

თიბისი - 936.8 მლნ ლარი

ბაზისბანკი - 97.19 მლნ ლარი

ლიბერთი - 80.44 მლნ ლარი

კრედო - 57.57 მლნ ლარი

პროკრედიტი -25.72 მლნ

ქართუ - 24.86 მლნ ლარი

ტერა ბანკი - 21.21 მლნ ლარი

ხალიკ ბანკი - 16.73 მლნ ლარი

იშ ბანკი - 10.02 მლნ ლარი

მიკრობანკი კრისტალი - 10 მლნ ლარი

პეივ ბანკი - 8.59 მლნ ლარი

ზირაათ ბანკი - 6.38 მლნ ლარი

პაშაბანკი - 5.83 მლნ ლარი

მიკრობანკი ემბისი - 2.21 მლნ ლარი

19-დან 4 ბანკი ზარალზეა. ყველაზე დიდი 18.2 მილიონიანი ზარალი „სილქ ბანკს“ აქვს. ზარალიან ბანკებს შორის არიან „პეისერა“,“ ჰეშბანკი“ და „ვითიბიც“ .

ზარალიანი ბანკები / 2026 წლის 8 თვე

პეისერა (-1.60 მლნ ლარი)

ჰეშბანკი (-7.67 მლნ ლარი)

ვითიბი ბანკი (-2.65 მლნ ლარი)

სილქ ბანკი (-18.26 მლნ ლარი)

აღსანიშნავია, რომ საბანკო სექტორის აქტივების ჯამური მოცულობა 115.195 მლრდ ლარს აღემატება. შარშან ამ პერიოდში აქტივების მოცულობა 101.877 მლრდ ლარი იყო. აქტივების 75% ორ ბანკზე - "საქართველოს ბანკსა" და "თიბისიზე" მოდის.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.