ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სექტემბერში ქართულ ბანკებში დეპოზიტები ₾1.82 მილიარდით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკი

სექტემბრის ბოლოსთვის საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ 77.44 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც ერთ თვეში 1.82 მილიარდი ლარით გაზრდილი მაჩვენებელია, იტყობინება ეროვნული ბანკი.

სექტემბერში ქართულ ბანკებში დეპოზიტები ₾1.82 მილიარდით გაიზარდა
სექტემბერში ქართულ ბანკებში დეპოზიტები ₾1.82 მილიარდით გაიზარდაBM.GE

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2026 წლის სექტემბრის ბოლოსათვის 77.44 მილიარდი ლარი შეადგინა - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. დეპოზიტების ზრდამ ერთთვიან ჭრილში 1.82 მილიარდი ლარი, ანუ 2.41% შეადგინა, ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართულ ბანკებში არსებული დეპოზიტების მოცულობა 20.45%-ით არის გაზრდილი.

დეპოზიტების მატებაზე ძირითადი გავლენა მოახდინა მოთხოვნამდე დეპოზიტების 1.23 მილიარდი ლარით მატებამ, ვადიანი დეპოზიტები კი სექტემბერში 590 მილიონი ლარით გაიზარდა.

"დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2026 წლის სექტემბრის ბოლოსთვის 57% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.22 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.01 პროცენტული პუნქტით).

სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.10% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.66% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.40%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.07% , ხოლო ევროს წილმა 19.85% შეადგინა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის სტატისტიკაში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2026 წლის სექტემბრის ბოლოსთვის 57% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.22 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.01 პროცენტული პუნქტით). სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.10% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.66% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.40%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.07% , ხოლო ევროს წილმა 19.85% შეადგინა,“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები