ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

მოსკოვმა, ცხინვალმა და სოხუმმა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს

მოსკოვმა, ცხინვალმა და სოხუმმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მოსთხოვეს იურიდიულად სავალდებულო გარანტიების შემუშავება ძალის არგამოყენების შესახებ, ასევე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია.

მოსკოვმა, ცხინვალმა და სოხუმმა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს
მოსკოვმა, ცხინვალმა და სოხუმმა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენესTV პირველი

მოსკოვმა, ცხინვალმა და სოხუმმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია იურიდიულად სავალდებულო გარანტიების შემუშავების გარეშე, რომ თბილისი არ გამოიყენებს ძალას ორი რესპუბლიკის წინააღმდეგ.

გარდა ამისა, იგი ეხება საქართველო-აფხაზეთის და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციას, რასაც მოჰყვება მათი დემარკაცია.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.