პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხარკოვის ოლქში დიდი მსხვერპლი მოჰყვა აგროსაწარმოზე რუსეთის შეტევას

რუსეთის შეტევას ხარკოვის ოლქის სოფელ სტარა ჰნილიცაში მდებარე აგროსაწარმოზე 6 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა. განადგურებულია საწარმოს შენობა და ავტოტრანსპორტი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დარტყმა განხორციელდა სამი მცირეგაბარიტიანი ფრთოსანი რაკეტით „ბანდეროლი“. ასევე, ღამით რაკეტებითა და დრონებით შეიტიეს კიევსა და ოდესის ოლქს, სადაც კიევში ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.

ხარკოვის ოლქში დიდი მსხვერპლი მოჰყვა აგროსაწარმოზე რუსეთის შეტევას
რადიო თავისუფლება

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის და პოლიციის ინფორმაციით, დარტყმა იყო სოფელ სტარა ჰნილიცაში მდებარე აგროსაწარმოზე. დაიღუპა 6 და დაშავდა 12 ადამიანი.

განადგურებულია საწარმოს შენობა და ავტოტრანსპორტი.

ადგილობრივი ხელისულების ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქის ამ დასახლებულ პუნქტს დაარტყეს სამი მცირეგაბარიტიანი ფრთოსანი რაკეტით „ბანდეროლი“.

23-დან 24 სექტემბრის ღამით რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და დრონებით შეუტიეს კიევს და ოდესის ოლქს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კიევში ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინული მედია - რუსებმა ხარკოვში ფერმას დაარტყეს - დაიღუპა 7 ადამიანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები