უკრაინული მედია - რუსებმა ხარკოვში ფერმას დაარტყეს - დაიღუპა 7 ადამიანი
უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ სტარაია გნილიცაში სასოფლო-სამეურნეო საწარმოს დაარტყეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.

რუსებმა ხარკოვში ფერმას დაარტყეს, დაიღუპა 7 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ სტარაია გნილიცაში სასოფლო-სამეურნეო საწარმოს დაარტყეს, რის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ფერმის თანამშრომლები არიან.
მისი თქმით, დაშავებულებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…