ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში - მოსამართლე ფეისბუქ პოსტების გამო მიღებული კანონების გადახედვას ითხოვს

საკონსტიტუციო სასამართლოშინაგან საქმეთა სამინისტრო

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ციცინო კიკვაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და შსს-ს სიძულივილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს იმ უფლებამოსილებების გადახედვა მოითხოვა, რომლებიც სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარების გამო მოქალაქეთა დასჯას ითვალისწინებს.

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში - მოსამართლე ფეისბუქ პოსტების გამო მიღებული კანონების გადახედვას ითხოვს
სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში - მოსამართლე ფეისბუქ პოსტების გამო მიღებული კანონების გადახედვას ითხოვსTV პირველი

მოსამართლის კიდევ ერთი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოითხოვს, გადაიხედოს და გაუქმდეს კანონში გაჩენილი და რეპრესიულად მიჩნეული ჩანაწერები, რომელიც შსს-ს სიძულივილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოს უფლებას აძლევს სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარების გამო, მოქალაქეები დაიჭირონ ან დააჯარიმონ.

მოსამართლემ სარჩელი მას შემდეგ შეადგინა, რაც თავად განიხილა ერთ-ერთი მოქალაქის საქმე, რომლის დასჯასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტები კალაძის შესახებ დაწერილი კომენტარის გამო ითხოვდნენ.

სარჩელის ავტორი, ციცინო კიკვაძე ამბობს, რომ საერთოდ არ არის საჭირო ცალკე სპეციალური მუხლი არსებობდეს, მითუმეტეს უფრო მკაცრი სანქციით.

ყველაფერი არის წარდგინებაში და დამატებით არაფრის თქმა არ შემიძლია, კონკრეტული საქმის განხილვის დროს, რა პოზიციაც გამიჩნდა, გადატანილია წარდგინებაში. თუკი ჩვეულებრივი მოქალაქისთვის შესაძლებელია იგივე სამართალდარღვევისთვის არსებობდეს მუხლი, არ არის ცალკე სპეციალური მუხლის დამატებით არსებობა საჭირო, მითუმეტეს უფრო მკაცრი სანქციით, - ამბობს ციცინო კიკვაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.