ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ანდრეი სიბიგა ნიუ-იორკში, აბას არაღჩის შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შეხვდა. მხარეებმა ორმხრივ ნაბიჯებზე, კომუნიკაციის შენარჩუნებაზე და ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

ანდრეი სიბიგა ნიუ-იორკში, აბას არაღჩის შეხვდა
ანდრეი სიბიგა ნიუ-იორკში, აბას არაღჩის შეხვდაინტერპრესნიუსი

ანდრეი სიბიგა ნიუ-იორკში აბას არაღჩის შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

უკრაინისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ანდრეი სიბიგამ და აბას არაღჩიმ შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართეს.

„ჩვენი საუბარი შეეხო ორმხრივ ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ჩვენს ქვეყნებს შორის დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებას ისახავს. შევთანხმდით, რომ არსებულ ღია კომუნიკაციის არხებს შევინარჩუნებთ“, - წერს სიბიგა X-ზე.

ასევე, სიბიგას ცნობით, მხარეებმა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში არსებული ვითარებისა და სამშვიდობო ძალისხმევის საკითხები განიხილეს.

„კიდევ ერთხელ დავადასტურე უკრაინის პოზიცია, რომელიც ჩვენს რეგიონებში მშვიდობისა და სტაბილურობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას უჭერს მხარს“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენი საუბარი შეეხო ორმხრივ ნაბიჯებს, რომლებიც მიზნად ჩვენს ქვეყნებს შორის დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებას ისახავს. შევთანხმდით, რომ არსებულ ღია კომუნიკაციის არხებს შევინარჩუნებთ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„კიდევ ერთხელ დავადასტურე უკრაინის პოზიცია, რომელიც ჩვენს რეგიონებში მშვიდობისა და სტაბილურობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას უჭერს მხარს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.