პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თეირანში სერგეი ლავროვისა და აბას არაღჩის შეხვედრა მიმდინარეობს

თეირანში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ირანელ კოლეგას, აბას არაღჩის ხვდება, რათა სტრატეგიული პარტნიორობა და ირანის გარშემო ვითარება განიხილონ.

თეირანში სერგეი ლავროვისა და აბას არაღჩის შეხვედრა მიმდინარეობს
ინტერპრესნიუსი

ირანის დედაქალაქ თეირანში რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების, სერგეი ლავროვისა და აბას არაღჩის შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამუშაო ვიზიტით თეირანში დღეს ჩავიდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, მოლაპარაკებებისას მინისტრები მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობენ „ბოლო პერიოდში უმაღლეს და მაღალი დონის შეხვედრების შედეგად მიღწეული შეთანხმებების შესრულებას, ასევე, ორმხრივი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების პრაქტიკულ ნაბიჯებს“.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე დეტალურად განიხილავენ საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს, განსაკუთრებით კი ირანის გარშემო არსებულ ვითარებას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიაბას არაღჩი - თეირანი და მოსკოვი ჩვენს ისტორიაში არასდროს თანამშრომლობდნენ ისე მჭიდროდ, როგორც ახლა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სერგეი ლავროვი ირანის პრეზიდენტს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები