ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

თამარ იოსელიანი: მთავარი ამოცანაა, არსებული დინამიკა გამოვიყენოთ დერეფანში არსებული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად, გამტარუნარიანობის უკეთ გამოსაყენებლად და უზრუნველსაყოფად, რომ შუა დერეფანმა ერთიანი და ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის პრინციპით იმუშაოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ჩინეთში გამართულ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდასა და სატრანსპორტო სისტემის ინტეგრირებულ პრინციპებზე ისაუბრა.

თამარ იოსელიანი: მთავარი ამოცანაა, არსებული დინამიკა გამოვიყენოთ დერეფანში არსებული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად, გამტარუნარიანობის უკეთ გამოსაყენებლად და უზრუნველსაყოფად, რომ შუა დერეფანმა ერთიანი და ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის პრინციპით იმუშაოს
თამარ იოსელიანი: მთავარი ამოცანაა, არსებული დინამიკა გამოვიყენოთ დერეფანში არსებული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად, გამტარუნარიანობის უკეთ გამოსაყენებლად და უზრუნველსაყოფად, რომ შუა დერეფანმა ერთიანი და ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის პრინციპით იმუშაოსრუსთავი 2

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, არსებული დინამიკა გამოვიყენოთ დერეფანში არსებული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად, გამტარუნარიანობის უკეთ გამოსაყენებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ შუა დერეფანმა ერთიანი და ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის პრინციპით იმუშაოს“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, საქართველო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სატრანსპორტო სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და სასაზღვრო პროცედურების გამარტივებას. ამ მიმართულებით ქვეყანა ავითარებს საზღვაო „ერთი ფანჯრის“ სისტემას (Maritime Single Window), ახორციელებს სატრანსპორტო დოკუმენტების გაციფრულებას და მუშაობს საზღვრებს შორის მონაცემთა გაცვლის გაუმჯობესებაზე.

„ამ მიმართულებით უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები - მცირდება სატრანზიტო დრო და პროცედურების ხანგრძლივობა, იზრდება სატრანსპორტო სისტემის ეფექტიანობა და უმჯობესდება ბაზრებზე წვდომა. ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურაში მიმდინარე ინვესტიციებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით ეს პროგრესი მომავალშიც გაგრძელდეს და კიდევ უფრო ხელშესახები შედეგები მოიტანოს როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში მინისტრთა და სამუშაო დონეზე კოორდინაციის მექანიზმების შექმნა თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს და დერეფნის მონაწილე ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო და ეფექტიან კოორდინაციას შეუწყობს ხელს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ მიმართულებით უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები - მცირდება სატრანზიტო დრო და პროცედურების ხანგრძლივობა, იზრდება სატრანსპორტო სისტემის ეფექტიანობა და უმჯობესდება ბაზრებზე წვდომა. ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურაში მიმდინარე ინვესტიციებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით ეს პროგრესი მომავალშიც გაგრძელდეს და კიდევ უფრო ხელშესახები შედეგები მოიტანოს როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, არსებული დინამიკა გამოვიყენოთ დერეფანში არსებული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად, გამტარუნარიანობის უკეთ გამოსაყენებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ შუა დერეფანმა ერთიანი და ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის პრინციპით იმუშაოს“
თამარ იოსელიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.