პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველო მზადაა ითანამშრომლოს ყაზახეთთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან, რათა შუა დერეფანმა იფუნქციონიროს, როგორც ერთიანმა, ეფექტიანმა და კონკურენტუნარიანმა სისტემამ - თამარ იოსელიანი

ეკონომიკის სამინისტრო

თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველო მზადაა ყაზახეთთან და პარტნიორებთან ითანამშრომლოს შუა დერეფნის ერთიანი სისტემისთვის, ხოლო რეფორმებმა შესაძლოა ქვეყნების მშპ 3,3%-ით გაზარდოს.

საქართველო მზადაა ითანამშრომლოს ყაზახეთთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან, რათა შუა დერეფანმა იფუნქციონიროს, როგორც ერთიანმა, ეფექტიანმა და კონკურენტუნარიანმა სისტემამ - თამარ იოსელიანი
რუსთავი 2

"2022 წლიდან მოყოლებული, ჩვენ თვალს ვადევნებთ, თუ როგორ იზრდება მოთხოვნა "შუა დერეფანზე" და ეს მზარდი მოთხოვნა ადასტურებს მისი, როგორც აზიასა და ევროპას შორის არსებული სტრატეგიული დამაკავშირებელი ხიდის მნიშვნელობას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში ახალი აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრთა შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც სტრატეგიული ჰაბის როლს, რომელიც შუა დერეფანს შავი ზღვის აუზსა და ევროპულ ბაზრებთან აერთიანებს.

"მსოფლიო ბანკის ბოლო კვლევა ხაზს უსვამს ამ დერეფნის პოტენციალს და ვარაუდობს, რომ კოორდინირებულმა ინვესტიციებმა და რეფორმებმა შესაძლოა დერეფნის ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) საშუალოდ 3,3%-ით გაზარდოს და 2040 წლისთვის დამატებით ორ მილიონამდე სამუშაო ადგილი შექმნას. თუმცა, ამ პოტენციალის რეალიზება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტურად ვითანამშრომლებთ. აუცილებელია ინფრასტრუქტურული ინვესტიციების კოორდინაცია, გამტარუნარიანობის შეთანხმება და ოპერაციების გაუმჯობესება მთელი დერეფნის მასშტაბით. ერთ ქვეყანაში სიმძლავრეების გაფართოებას შეზღუდული ეფექტი ექნება, თუ სხვა მონაკვეთებზე შემაფერხებელი ბარიერები შენარჩუნდება. საქართველო წარმოადგენს სტრატეგიულ კარიბჭეს, რომელიც შუა დერეფანს შავ ზღვასა და ევროპულ ბაზრებთან აკავშირებს", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მისივე თქმით, შუა დერეფანი უნდა გარდაიქმნას უფრო ფართო ეკონომიკურ დერეფნად, რომელიც მთელ რეგიონში ხელს შეუწყობს ვაჭრობას, მოიზიდავს ინვესტიციებს და ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

"საქართველო მზადაა ითანამშრომლოს ყაზახეთთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან, რათა შუა დერეფანმა იფუნქციონიროს, როგორც ერთიანმა, ეფექტიანმა და კონკურენტუნარიანმა სისტემამ", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოთამარ იოსელიანი: "შუა დერეფანი" სულ უფრო მნიშვნელოვან სტრატეგიულ დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის, ახლა ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ამ იმპულსს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
თამარ იოსელიანი - 2032 წლამდე სახელმწიფო აპირებს დაახლოებით, 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას იმისათვის, რომ განვითარდეს ძირითადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები