საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ჩინეთში, პეკინში გამართულ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში მინისტრთა ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მან ისაუბრა საქართველოს სატრანსპორტო სისტემის მდგრად განვითარებაზე, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაზე, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე და ქვეყნის ტრანსპორტის განვითარების 10-წლიან გეგმაზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა ფორუმში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
“მინისტრთა ფორუმი, რომელიც გლობალური განვითარების ინიციატივისა (GDI) და გლობალური მმართველობის ინიციატივის (GGI) განხორციელებასა და მდგრადი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას მიეძღვნა, პეკინში მიმდინარე გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
თამარ იოსელიანმა, გამოსვლის დასაწყისში, საქართველოს სახელით მხარდაჭერა გამოხატა ინიციატივის მიმართ და აღნიშნა, რომ მდგრადი და ეფექტიანი სატრანსპორტო კავშირების განვითარებისთვის საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სატრანსპორტო სისტემის მდგრად განვითარებაზე, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაზე, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე, მულტიმოდალურ კავშირებსა და სატრანსპორტო სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციაზე.
მისი განცხადებით, საქართველოსთვის მდგრადი ტრანსპორტის განვითარება გულისხმობს თანამედროვე და ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას. მინისტრის მოადგილის თქმით, სწორედ ეს მიდგომაა ასახული საქართველოს ტრანსპორტის განვითარების 10 წლიან გეგმაში, რაც ასევე თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან”, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2თამარ იოსელიანი: წლიდან წლამდე ჩინეთიდან შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთნაკადი მზარდია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი საერთო ამოცანა იყოს დერეფანი გავხადოთ უფრო მდგრადი, საიმედო, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი
- რუსთავი 2თამარ იოსელიანი: მთავარი ამოცანაა, არსებული დინამიკა გამოვიყენოთ დერეფანში არსებული შეზღუდვების აღმოსაფხვრელად, გამტარუნარიანობის უკეთ გამოსაყენებლად და უზრუნველსაყოფად, რომ შუა დერეფანმა ერთიანი და ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემის პრინციპით იმუშაოს
- რუსთავი 2თამარ იოსელიანი: საქართველო მზად არის ჩინეთთან და შუა დერეფანში ჩართულ ყველა ქვეყანასთან ერთად გააგრძელოს მუშაობა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად
ციტატები სტატიიდან
„მინისტრთა ფორუმი, რომელიც გლობალური განვითარების ინიციატივისა (GDI) და გლობალური მმართველობის ინიციატივის (GGI) განხორციელებასა და მდგრადი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას მიეძღვნა, პეკინში მიმდინარე გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. თამარ იოსელიანმა, გამოსვლის დასაწყისში, საქართველოს სახელით მხარდაჭერა გამოხატა ინიციატივის მიმართ და აღნიშნა, რომ მდგრადი და ეფექტიანი სატრანსპორტო კავშირების განვითარებისთვის საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სატრანსპორტო სისტემის მდგრად განვითარებაზე, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაზე, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე, მულტიმოდალურ კავშირებსა და სატრანსპორტო სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციაზე. მისი განცხადებით, საქართველოსთვის მდგრადი ტრანსპორტის განვითარება გულისხმობს თანამედროვე და ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას. მინისტრის მოადგილის თქმით, სწორედ ეს მიდგომაა ასახული საქართველოს ტრანსპორტის განვითარების 10 წლიან გეგმაში, რაც ასევე თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…