ირაკლი შატაკიშვილი ბახმაროს სემინარზე: „ვფიქრობ, ამ საკითხზე აუცილებლად უნდა გაკეთდეს ევროინსტიტუციების
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი შატაკიშვილმა ბახმაროს სემინარზე განაცხადა, რომ აუცილებელია ევროინსტიტუციების მხრიდან მკაფიო განმარტებების გაკეთება არმაზ ახვლედიანთან დაკავშირებულ დაფინანსებაზე. მისი თქმით, მიმდინარეობს საზოგადოების არაკონსტიტუციური დამუშავება და გამჭვირვალობის გვერდის ავლით ხდება მსგავსი ფორმატების დაფინანსება.

„ვფიქრობ, ამ საკითხზე აუცილებლად უნდა გაკეთდეს ევროინსტიტუციების მხრიდან მკაფიო განმარტებები, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია და გავიგოთ, ვინ და რა დოზით სცემს პატივს, ან სცემენ თუ არა საერთოდ პატივს ქართულ კანონმდებლობასა და ქართულ სამართალს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი შატაკიშვილმა ბახმაროს სემინარზე საუბრისას განაცხადა.
„ძალიან სამწუხარო ფაქტთან გვაქვს საქმე და ამას, სამწუხაროდ, აქვს განგრძობითი ხასიათი და სიახლეს არ წარმოადგენს. რომ განვიხილოთ და შევაფასოთ თავად არმაზ ახვლედიანის პიროვნება – იგი თავის დროზე რადიკალური ოპოზიციის სიით იყო პარლამენტში და არაერთგზის გამოუცხადა ბოიკეტი, არ იღებდა მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში, რითაც პატივს არ სცემდა საკუთარ ამომრჩეველს, ქართულ საზოგადოებასა და სახელმწიფოს.
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ თუ გამოვლინდება და დადასტურდება ის, რაზეც აუდიტის სამსახურს მოკვლევა აქვს დაწყებული – რომ ევროსაბჭოსა და ევროინსტიტუციების მიერ არის დაფინანსებული ეს ე.წ. დიალოგი, რომელიც, როგორც ისინი ამბობენ, სამოქალაქო საზოგადოების გაჯანსაღება-გაძლიერებას ემსახურება – მაგრამ კარგად ვიცით, რეალურად რასთან გვაქვს საქმე: მიმდინარეობს ჩვენი საზოგადოების ანტისახელმწიფოებრივი, არაკონსტიტუციური დამუშავება.
სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით და შევქმენით კანონმდებლობა, რომელიც გარე დაფინანსების გამჭვირვალობას უზრუნველყოფდა (და ერთ-ერთი ყველაზე ევროპული და დემოკრატიული ღირებულება სწორედ გამჭვირვალობაა), ამის მიუხედავად, გამჭვირვალობის გვერდის ავლით ხდება ევროინსტიტუციების მიერ მსგავსი შინაარსის დიალოგებისა და ფორმატების დაფინანსება.
ვფიქრობ, ამ საკითხზე აუცილებლად უნდა გაკეთდეს მათი მხრიდან მკაფიო განმარტებები, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია და გავიგოთ, ვინ და რა დოზით სცემს პატივს, ან სცემენ თუ არა საერთოდ პატივს ქართულ კანონმდებლობასა და ქართულ სამართალს“, – განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ვფიქრობ, ამ საკითხზე აუცილებლად უნდა გაკეთდეს ევროინსტიტუციების მხრიდან მკაფიო განმარტებები, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია და გავიგოთ, ვინ და რა დოზით სცემს პატივს, ან სცემენ თუ არა საერთოდ პატივს ქართულ კანონმდებლობასა და ქართულ სამართალს“
„ძალიან სამწუხარო ფაქტთან გვაქვს საქმე და ამას, სამწუხაროდ, აქვს განგრძობითი ხასიათი და სიახლეს არ წარმოადგენს. რომ განვიხილოთ და შევაფასოთ თავად არმაზ ახვლედიანის პიროვნება – იგი თავის დროზე რადიკალური ოპოზიციის სიით იყო პარლამენტში და არაერთგზის გამოუცხადა ბოიკეტი, არ იღებდა მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში, რითაც პატივს არ სცემდა საკუთარ ამომრჩეველს, ქართულ საზოგადოებასა და სახელმწიფოს. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ თუ გამოვლინდება და დადასტურდება ის, რაზეც აუდიტის სამსახურს მოკვლევა აქვს დაწყებული – რომ ევროსაბჭოსა და ევროინსტიტუციების მიერ არის დაფინანსებული ეს ე.წ. დიალოგი, რომელიც, როგორც ისინი ამბობენ, სამოქალაქო საზოგადოების გაჯანსაღება-გაძლიერებას ემსახურება – მაგრამ კარგად ვიცით, რეალურად რასთან გვაქვს საქმე: მიმდინარეობს ჩვენი საზოგადოების ანტისახელმწიფოებრივი, არაკონსტიტუციური დამუშავება. სამწუხაროა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით და შევქმენით კანონმდებლობა, რომელიც გარე დაფინანსების გამჭვირვალობას უზრუნველყოფდა (და ერთ-ერთი ყველაზე ევროპული და დემოკრატიული ღირებულება სწორედ გამჭვირვალობაა), ამის მიუხედავად, გამჭვირვალობის გვერდის ავლით ხდება ევროინსტიტუციების მიერ მსგავსი შინაარსის დიალოგებისა და ფორმატების დაფინანსება. ვფიქრობ, ამ საკითხზე აუცილებლად უნდა გაკეთდეს მათი მხრიდან მკაფიო განმარტებები, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია და გავიგოთ, ვინ და რა დოზით სცემს პატივს, ან სცემენ თუ არა საერთოდ პატივს ქართულ კანონმდებლობასა და ქართულ სამართალს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.