შალვა პაპუაშვილი: „უდიდესი სკანდალი იქნება, თუკი აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეულია წევრ ქვეყანაში
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აუდიტის სამსახური შეისწავლის ბახმაროში ევროსაბჭოს მხარდაჭერით გამართულ სემინარს. მისი თქმით, სკანდალური იქნება, თუ ევროსაბჭო წევრ ქვეყანაში კანონმდებლობის დარღვევაშია გარეული და რადიკალი პოლიტიკოსის დაფინანსება სამოქალაქო დიალოგის საბაბით მიუღებელია.

„ამ ამბავს აქვს ორი განზომილება: პირველი – დაირღვა თუ არა კანონი, და ამაზე აუდიტის სამსახური გასცემს პასუხს. ეს იქნება უდიდესი სკანდალი, თუკი აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეულია წევრ ქვეყანაში კანონმდებლობის დარღვევაში. ვნახოთ, რა დასკვნა ექნება აუდიტს. თუმცა, ამ ამბავს მეორე განზომილებაც აქვს, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო სკანდალურიც იყოს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„მე მგონი, ამას მტკიცებაც არ სჭირდება, რომ არმაზ ახვლედიანი არის გამორჩეული რადიკალი პოლიტიკოსი. 2020 წელს, წინა მოწვევის პარლამენტში, ის გახლდათ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ფრთის პარტიული სიით პარლამენტის წევრი. არ აღიარებდა 2020 წლის არჩევნებს, დასჭირდა თვეები იმისთვის, რომ პარლამენტში შემოსულიყო და საქართველოს მოქალაქეების არჩევანისთვის პატივი ეცა. ამის შემდეგ, 2024 წლის არჩევნებში ის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის წევრი. ისიც ჩაიხსნა პარტიული სიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობლივი გადაწყვეტილებით. ის გახლდათ ერთ-ერთი პირველი, რომელმაც 26 ოქტომბერს მოუწოდა არჩევნების არაღიარებისკენ, რადიკალიზაციისკენ.
როდესაც ადამიანი არის დიქტატორი სააკაშვილის პარტიული სიით პარლამენტის არჩევნებში მონაწილე, შემდეგ ამ არჩევანის უარმყოფელი, ამ ადამიანის დაფინანსება იმ “სოუსით”, რომ ეს სამოქალაქო დიალოგში შეტანილი წვლილია, ეს ევროსაბჭოს მხრიდან ან თავის მოტყუებაა, ან ქართველი ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. ევროსაბჭომ აირჩიოს ამ ორი პასუხიდან, რომელია სწორი. მესამე პასუხი აქ არ არსებობს, ვინაიდან ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ რადიკალის დაფინანსება ხელს უწყობს სამოქალაქო დიალოგს. სამწუხაროა, რომ ასეთ განვითარებებს ვხედავთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ბახმაროში გამართულ სემინარს, რომელიც ევროსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართა, აუდიტის სამსახური შეისწავლის.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2შალვა პაპუაშვილი: ევროპის საბჭომ უნდა განმარტოს, როგორ უთავსდება რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება სამოქალაქო დიალოგის ხელშეწყობას, როცა აფინანსებს პოლიტიკოსს, რომელიც არჩევნების შედეგებს უარყოფს და ხელისუფლებას რუსულ რეჟიმად აცხადებს
- იმედინიუსიშალვა პაპუაშვილი: ევროპის საბჭომ უნდა განმარტოს, როგორ უთავსდება რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება სამოქალაქო დიალოგის ხელშეწყობას და რა გზავნილს უგზავნის საზოგადოებას, როდესაც აფინანსებს პოლიტიკოსს, რომელიც არჩევნების შედეგებს უარყოფს და ხელისუფლებას რუსულ რეჟიმად აცხადებს?
- POSTVშალვა პაპუაშვილი: "ევროპის საბჭომ უნდა განმარტოს, როგორ უთავსდება რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკური
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – ევროპის საბჭომ უნდა განმარტოს, როგორ უთავსდება რადიკალი პოლიტიკოსის პოლიტიკური პროექტის დაფინანსება სამოქალაქო დიალოგის ხელშეწყობას, როდესაც აფინანსებს პოლიტიკოსს, რომელიც არჩევნების შედეგებს უარყოფს
- რუსთავი 2ეს იქნება უდიდესი სკანდალი, თუკი აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეული არის წევრი ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევაში - შალვა პაპუაშვილი
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – არმაზ ახვლედიანი არის გამორჩეული რადიკალი პოლიტიკოსი, დედამიწის ზურგზე ვერავინ დაიწყებს მტკიცებას, რომ რადიკალის დაფინანსება ხელს უწყობს სამოქალაქო დიალოგს
ციტატები სტატიიდან
„ერთობლივი გადაწყვეტილებით. ის გახლდათ ერთ-ერთი პირველი, რომელმაც 26 ოქტომბერს მოუწოდა არჩევნების არაღიარებისკენ, რადიკალიზაციისკენ. როდესაც ადამიანი არის დიქტატორი სააკაშვილის პარტიული სიით პარლამენტის არჩევნებში მონაწილე, შემდეგ ამ არჩევანის უარმყოფელი, ამ ადამიანის დაფინანსება იმ “სოუსით”, რომ ეს სამოქალაქო დიალოგში შეტანილი წვლილია, ეს ევროსაბჭოს მხრიდან ან თავის მოტყუებაა, ან ქართველი ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. ევროსაბჭომ აირჩიოს ამ ორი პასუხიდან, რომელია სწორი. მესამე პასუხი აქ არ არსებობს, ვინაიდან ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ რადიკალის დაფინანსება ხელს უწყობს სამოქალაქო დიალოგს. სამწუხაროა, რომ ასეთ განვითარებებს ვხედავთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…