ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ბრალდება ივანიშივლის ძმის წინააღმდეგ - ახალი დეტალები დებ ქაჯაიების საქმეში

საქართველოს პროკურატურა

დები ანა და ლანა ქაჯაიები მმართველ გუნდს და ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ბიზნესის რეკეტსა და ზეწოლაში ადანაშაულებენ. ადვოკატ კახა კუკავას განცხადებით, საქმე ეხება სამშენებლო კომპანია "ცენტრალ თაუერსა" და სავარაუდო დაჯგუფებას, რომელიც ივანიშვილის ახლობლებთან დაკავშირებით მოქმედებს, თუმცა პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ ბიზნესმენი დების წინააღმდეგ დაიწყო.

ბრალდება ივანიშივლის ძმის წინააღმდეგ - ახალი დეტალები დებ ქაჯაიების საქმეში
ბრალდება ივანიშივლის ძმის წინააღმდეგ - ახალი დეტალები დებ ქაჯაიების საქმეშიTV პირველი

სამშენებლო ბიზნესსში ჩართული დები - ანა და ლანა ქაჯაიები ივანიშვილს და მმართველ გუნდს ზეწოლასა და რეკეტში ადანაშაულებენ. ხმაურიანი განცხადებების შემდეგ, დებს პროკურატურამ საუბარი აუკრძალა და ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინა. ადვოკატი კახა კუკავა ამტკიცებს, რომ დები იმის გამო გააჩუმეს, რომ არ ილაპარაკონ ივანიშივლის სახელით ბიზნესის რეკეტზე - არ თქვან როგორ მიდის ბრძოლა წესების გარეშე სამშენებლო ბზინესში. რატომ არ ინტერესდება გამოძიება ბიძინა ივანიშივლის ძმის როლით, რომელსაც ბიზნესმენი დები რეკეტის მფარვბალობაში ადანაშაულებენ - ეს იყო მთავარი კითხვა რომელზე პასუხის გაცემაც დღეს საქართველოს პროკურატურისგან მოითხოვეს.

კობახიძემ რამდენჯერმე გაიმეორა და ყელყელაობდა - მიტხარით თუნდაც ერთი კორუფციული საქმე და ჩვენ მივცემთ მას მსვლელობასო. ჩვენ ვეუბნებით მას ასეთ კონკრეტულ საქმეს. საქმე ეხება სამშენებლო კომპანია "ცენტრალ თაუერს", რომელთანაც მივიდა ნუცუბიძე ხარაიძის დაჯგუფება. ხარაიძე არის ალეკო ივანიშვილის ცოლის ძმა და ეუბნება - თქვენ უნდა დათმოთ ეს ბიზნესი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს წინააღმდეგ დაიწყება სისხლის სამართლის გამოძიება". - განაცხადა კახა კუკავამ.

არსებობს დოკუმენტები და აუდიო ჩანაწერები რომელიც ადასტურებს რომ სასამართლოში და საჯარო უწყებებში ბიზნესმენი დების წიააღმდეგ საქმეები ლაგდებოდა. ყველა ჩანაწერში ,,ქართულ ოცნებასთან'' დაახლოებული პირები მფარველად ბიძინა ივანიშივლის ძმას, ალესანდრე ივანიშვილის ასახელებენ. ივანიშვილი ჯერ არ გამოუკითხავთ. კორუფციის მკვლევარები ამობენ, რომ ეს საეჭვო გარემობააა.

ბიზნესმენი დები საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩაზე 14 სართულიან კორპუსს აშენებენ, დავაც ამის გამო მიდის. ამტკიცებენ რომ პარნტიორმა პაატა ნუცუბიძემ, რომელიც საქმეში შემოიყვანეს, გაძარცვა. ახლა სამართლებრივი დევნა პროკურატურას მხოლოდ დების წინააღდეგ აქვს დაწყებული, რაც მათთვის მტკციებულებააა, რომ სავარაუდო რეკეტის უკან მდგომ ხალხს მფარველობენ. დღეს დების წინააღმდეგ საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დებს ედავებიან, რომ პარნტიორებს შორის დადებულ შეთანხმებაზე მეოთხე პუნქტი თაღლითუარად ჩაამატეს. სახელმწფიო ექსპეტიზა ამბობს რომ ვერ დაადგენს ქსეროასლით პუნქტი ჩამატებულის თუ არა. ამის მიუხედავად სამართლომ მტკიცებულება დასაშვებად ცნო და წარმოებაც დაიწყო.

ბიზნესმენი დების წინააღმდეგ საამართლებრივი დავა გრძელდება, თუმცა დაცვის მხარე აპირებს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღონ.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.