პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოშიმშილე დებიდან ერთ-ერთი, ლანა ქაჯაია შეუძლოდ გახდა, ქალი კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველოს პროკურატურაქართული ოცნება

პროკურატურასთან მოშიმშილე დებიდან ერთ-ერთი, ლანა ქაჯაია შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. დები ამტკიცებენ, რომ პარტნიორმა ისინი გაძარცვა, პროკურატურა კი სამართლებრივ დევნას მხოლოდ მათ წინააღმდეგ აწარმოებს.

მოშიმშილე დებიდან ერთ-ერთი, ლანა ქაჯაია შეუძლოდ გახდა, ქალი კლინიკაში გადაიყვანეს
TV პირველი

პროკურატურასთან მოშიმშილე დებიდან ერთ-ერთი, ლანა ქაჯაია ჰიპისტალიზებულია - ინფორმაციას ამის შესახებ ადვოკატი იაკო კვანტალიანი ავრცელებს.

"პირველების" ინფორმაციით, ქალი "ჯეო-ჰოსპიტალშია" გადაყვანილი.

დები საგამოძიებო ორგანოს წინ მეხუთე დღეა, შიმშილობენ.

ბიზნესმენი დები საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩაზე 14 სართულიან კორპუსს აშენებენ, დავაც ამის გამო მიდის.

ამტკიცებენ რომ პარნტიორმა პაატა ნუცუბიძემ, რომელიც საქმეში შემოიყვანეს, გაძარცვა. ახლა სამართლებრივი დევნა პროკურატურას მხოლოდ დების წინააღდეგ აქვს დაწყებული, რაც მათთვის მტკციებულებააა, რომ სავარაუდო რეკეტის უკან მდგომ ხალხს მფარველობენ.

დებს ედავებიან, რომ პარნტიორებს შორის დადებულ შეთანხმებაზე მეოთხე პუნქტი თაღლითურად ჩაამატეს. სახელმწფიო ექსპეტიზა ამბობს, რომ ვერ დაადგენს ქსეროასლით პუნქტი ჩამატებულის თუ არა. ამის მიუხედავად სამართლომ მტკიცებულება დასაშვებად ცნო და წარმოებაც დაიწყო.

ამ საქმის ფარგლებში "შაბათის ეთერმა" მოიპოვა დოკუმენტები და აუდიო ჩანაწერები. რომელიც ადასტურებს რომ სასამართლოში და საჯარო უწყებებში ბიზნესმენი დების წიააღმდეგ საქმეები ლაგდებოდა. ყველა ჩანაწერში ,,ქართულ ოცნებასთან'' დაახლოებული პირები მფარველად ბიძინა ივანიშივლის ძმას, ალესანდრე ივანიშვილის ასახელებენ.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავა სამშენებლო ბიზნესის გამო - დებმა ქაჯაიებმა პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები