ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

18 წელი მიესაჯა მძღოლს, რომლის ტრაილერშიც მარმარილოს ფილებში გადამალული ნარკოტიკები აღმოაჩინეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ირანის მოქალაქე ტრაილერის მძღოლს, რომლის მარმარილოს ფილებშიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი იპოვეს, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

18 წელი მიესაჯა მძღოლს, რომლის ტრაილერშიც მარმარილოს ფილებში გადამალული ნარკოტიკები აღმოაჩინეს
18 წელი მიესაჯა მძღოლს, რომლის ტრაილერშიც მარმარილოს ფილებში გადამალული ნარკოტიკები აღმოაჩინესTV პირველი

18 წელი ტრაილერის მძღოლს - ირანის მოქალაქე, რომლის სატვირთო ავტომობილში მარმარილოს ფილებში გადამალული ნარკოტიკები აღმოაჩინეს, სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, უკანონოდ შეიძინა და შეინახა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 61235,692 გრ. ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, რომელიც სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში არსებულ ტვირთში დამალვის გზით, ,,წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, უკანონოდ შეიძინა და შეინახა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 61235,692 გრ. ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, რომელიც სატვირთო ავტომანქანის მისაბმელში არსებულ ტვირთში დამალვის გზით, ,,წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა".- წერია პროკურატურის განცხადებაშუ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები