ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ახალციხის სკოლის დირექტორსა და მშობელს შორის სავარაუდო დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალციხის N1 საჯარო სკოლის დირექტორსა და მოსწავლის მშობელს შორის სავარაუდო ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ინციდენტს წინ უძღოდა უთანხოება მათემატიკაში ექსტერნის გამოცდის შეფასებასთან დაკავშირებით.

ახალციხის სკოლის დირექტორსა და მშობელს შორის სავარაუდო დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო
ახალციხის სკოლის დირექტორსა და მშობელს შორის სავარაუდო დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყოტაბულა

ახალციხის N1 საჯარო სკოლის დირექტორს, ჟუჟუნა გოგლაურსა და სკოლის მოსწავლის მშობელს, ეკატერინე წამალაშვილს შორის 18 სექტმებერს მომხდარ სავარაუდო ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია თავდავპირველად ადგილობრივმა მედია TOK TV-მა გაავრცელა.

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

TOK TV მშობელზე დაყრდნობით წერს, რომ დაპირისპირებას წინ უწღვოდა სწავლასთან დაკავშირებული უთანხოება. კერძოდ მშობელი მედიას ეუბნება, რომ მის შვილს "მათემატიკაში ექსტერნის გამოცდაზე არადამაკმაყოფილებელი შეფასება დაუწერეს და ამის გამო მომდევნო კლასში ვერ გადავიდა". მშობლის შეფასებით, სკოლის გადაწყვეტილება სუბიექტური იყო.

"სწორედ ამ დაპირისპირების გამო, მასწავლებელმა არადამაკმაყოფილებელი ქულით შეაფასა. ექსტერნის გამოცდამდე უნდა ჩაებარებინა საშემოდგომო გამოცდა. რადგან ჩემს შვილსა და მასწავლებელს შორის იყო კონფლიქტური სიტუაცია, მან მიზანმიმართულად გამოიყენა თავისი უფლება-მოსილება და არადამაკმაყოფილებელი ქულით შეაფასა". - ამბობს მშობელი მედიასთან.

მისივე თქმით, მოსწავლესა და მათემატიკის მასწავლებეს შორის წინა წლებში დაძაბული ურთიერთობა იყო. მათემატიკის მასწავლებელი ბადრი კაპანაძე TOK TV-თან ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მოსავლეს ექსტერნის გამოცდაზე გასვლა ბევრი გაცდენის გამო მოუწია.

"რაც შეეხება სკოლის დირექტორს, ჩვენ მასთან დაკავშირება და შესაძლო ფიზიკური დაპირისპირების საკითხის გარკვევა ვცადეთ, თუმცა მას შემდეგ რაც, ჟუჟუნა გოგოლაურმა გაიგო რომ ჟურნალისტი ურეკავდა, ტელეფონი გაგვითიშა და აღარ გვიპასუხა". - წერს TOK TV.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ლაშა წიკლაური: ყველას ესე დაამახსოვრა თავი - როგორც მაგარმა ფეხბურთელმა და ძალიან კარგმა ადამიანმა . . .წაიკითხე

უახლესი ამბები