100-ზე მეტი ავტოგასამართი სადგურიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის სინჯები აიღეს - როგორია კვლევის შედეგები
ქვეყნის მასშტაბით 111 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული საწვავის სინჯებიდან დარღვევა 14 შემთხვევაში გამოვლინდა, რის გამოც ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 1.4 მილიონ ლარს შეადგენს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმა. ქვეყნის მასშტაბით 111 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია ბენზინის 34 და დიზელის საწვავის 77 სინჯი.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დარღვევა მხოლოდ 14 ნიმუშში გამოვლინდა. ჯარიმების ოდენობა დაახლოებით მილიონ 400 ათასი ლარია. საქმის მასალები შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნება.
"111 სინჯიდან დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 14 მათგანში. აღნიშნული მაჩვენებელი მიუთითებს დადებით დინამიკაზე, ვინაიდან, ზოგადად დარღვევების რაოდენობაც შემცირებულია და მათ შორის შემცირებულია გოგირდის რაოდენობა, აფეთქების ტემპერატურის მაჩვენებელი მეტნაკლებად მოწესრიგებულია, ხოლო საავტომობილო ბენზინში ტყვიის შემცველობა კვლავ არ ფიქსირდება", - აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ექსპრეს ლაბორატორიის განყოფილების უფროსი, ხათუნა ომიაძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…