პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მოსწავლის სასტიკ ცემაზე სოლის დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

175-ე საჯარო სკოლის მოსწავლის ცემის ფაქტზე, რის გამოც დაშავებულს სახის ძვლების მოტეხილობის გამო სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა, შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო. დირექტორ ირაკლი კუპატაძის თქმით, საკითხს დისციპლინური კომიტეტი იკვლევს.

მოსწავლის სასტიკ ცემაზე სოლის დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს
TV პირველი

175-ე საჯარო სკოლის დირექტორი "პირველებს" ეუბნება, რომ მეთერთმეტე კლასის მოსწავლეზე ძალადობის ფაქტს დისციპლინური კომიტეტი სწავლობს.

ირაკლი კუპატაძე აღნიშნავს, რომ სკოლა კანონის მიხხედვით მოქმედებს.

კანონიერი რეაგირება რაც ჩვენ გვევალებოდა, რისი უფლებაც გვაქვს [კარგი იქნებოდა, მეტის უფლეგა გვქონდეს]. დისციპლინარულ კომიტეტს აქვს მოკვლევა დაწყებული, სამართალდამცავებიც სწავლობენ საკითხს. თუ გამოიკვეთა მასწავლებლის ბრალეულობა, გვექნება შესაბამისი რეაგირება"- აცხადებს კუპატაძე.

მისი თქმით, მოხდარის შესახებ სკოლამ პოლიცია იმავე დღეს ჩააყენა საქმის კურსში.

მეთერთმეტე კლასის მოსწავლის დედა "პირველებს" უყვება, რომ თანაკლასელი მის შვილს თავდაპირველად ქართულის გაკვეთილზე დაუპირისპირდა და ქაღალდის თვითფრინავი ესროლა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში დაშავებული ბიჭის ოჯახის ცნობით, სკოლის გარეთ გადაიზარდა.

დედა ამბობს, რომ მის შვილს სახის ძვლები ჰქონდა ჩატეხილი და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ქალი ჰყვება, რომ მოზხარდის ცემა თავდამსხმელმა მას შემდეგაც გააგრძელა, რაც მეთერთმეტე კლასელმა გონება დაკარგა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების თქმით, გამოვლენილია ერთი პირი.

შემთხვევა 16 ოქტომბერს მოხდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურიპირველი ინტერვიუ დედასთან, რომლის 16 წლის შვილი სკოლაში სასტიკად ცემეს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ფიზიკური ანგარიშსწორება ქაღალდის თვითმფრინავის სროლის გამო - “პირველებს“ სკოლაში მომხდარის ახალ დეტალებზე უყვებიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები