აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგში მეორე საჩივარი წარადგინეს
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მეორე საჩივარი წარადგინა. საქმე ეხება 2026 წლის აპრილში ფეისბუქ-პოსტის გამო მის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემას, ქვეყნიდან გაძევებასა და აზერბაიჯანისთვის გადაცემას, სადაც ის ხელახლა დააკავეს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი წარადგინა.
საქმე ეხება 2026 წლის აპრილში, ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, მის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემასა და საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევებას.
3 აპრილს სასამართლომ სადიგოვისთვის საქართველოში მოქმედი შეზღუდვები გააუქმა, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანის მხარემ განაცხადა, რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა, 4 აპრილს ის საკუთარ სახლში დააკავეს.
რამდენიმე საათში სასამართლომ მას 2 000 ლარის ჯარიმა, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის 3-წლიანი აკრძალვა შეუფარდა. იმავე ღამეს სადიგოვი აზერბაიჯანში გადაიყვანეს.
„სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მივუთითეთ კონვენციის მე-6, მე-10 და მე-18 მუხლების დარღვევაზე. ჩვენი პოზიციით, ფეისბუქის პოსტის გამო სადიგოვის დასჯამ და გაძევებამ მისი გამოხატვის თავისუფლება დაარღვია, ხოლო სასამართლო პროცესზე მისი სამართლიანი სასამართლოს უფლებაც შეიზღუდა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი საქმე კვლავ განახლდა და მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა იმავე ბრალდებებზე, რომლებზეც ადრე მისი ექსტრადიცია მოითხოვებოდა“ – განმარტავს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას სტრასბურგის სასამართლოში აგრძელებს და მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი:
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს საჩივარი დამოუკიდებელია იმ საქმისგან (განაცხადი №36296/24), რომელიც ამჟამად ევროპულ სასამართლოში განიხილება და რომელიც საექსტრადიციო პროცედურებს, ჟურნალისტის პატიმრობასა და კონვენციის 34-ე მუხლის შესაძლო დარღვევას შეეხება“ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
აფგან სადიგოვის საქმის ქრონოლოგია:
2026 წლის 2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ამავე წლის 1 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკამ საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შეატყობინა აფგან სადიგოვის მიმართ აზერბაიჯანში სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ჟურნალისტის მიმართ გამოყენებული გირაოსა და სხვა დროებითი ღონისძიებების, მათ შორის, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის გაუქმება მოითხოვა. სასამართლომ ეს შუამდგომლობა იმავე დღეს, 3 აპრილს დააკმაყოფილა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ აფგან სადიგოვი გეგმავდა ჰუმანიტარული ვიზის პროცედურების დაჩქარებულად გავლას და მის ოჯახთან ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გამგზავრებას, სადაც მათ პოლიტიკური თავშესაფარი აქვთ მიღებული.
თუმცა, 3 აპრილის გადაწყვეტილებიდან ერთ დღეში, 4 აპრილს, გვიან ღამით, დაახლოებით 22:00 საათზე, აფგან სადიგოვის საცხოვრებელ ბინაში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამაშველო ჯგუფის ათობით თანამშრომელი მივიდა და ის ადგილზევე დააკავა.
„აფგან სადიგოვი იხსენებს, რომ დაკავების მანერა საკმაოდ აგრესიული იყო, თუმცა მის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“ – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
დაკავების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა აფგან სადიგოვის ადგილსამყოფელის დადგენას. ამ პროცესში, მათ შორის, ჩართული იყო საქართველოს სახალხო დამცველი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით გამომძიებელი მათ 2 საათის შემდეგ დაუკავშირდა:
„გვაცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა აფგან სადიგოვის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აფგან სადიგოვის ინტერესების დამცველის ვინაობის შესახებ საგამოძიებო უწყება ინფორმირებული იყო და თავად დაკავებული ჟურნალისტიც ითხოვდა ადვოკატების საქმეში ჩართვას, თუმცა სასამართლომ საქმეზე მაინც მოიწვია იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი. მხოლოდ ამ ადვოკატის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გახდა შესაძლებელი მოგვიანებით ჩვენთან დაკავშირება“.
როგორც სასამართლოში გაირკვა, აფგან სადიგოვის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის (ასკ) 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით იყო დაწყებული, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ შეურაცხყოფას გულისხმობს.
როგორც სასამართლოში გაირკვა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე წარმოების საფუძველი გახდა აფგან სადიგოვის მიერ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ პოსტი, რომელშიც აფგან სადიგოვი წერს: „სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან გაყიდონ და გათელონ ყველაფერი ხელფასისა და პოლიციის ფორმის სანაცვლოდ და ამას სიყვარულით, თავდადებითა და სიამაყით აკეთებენ“.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პოსტი პირველი აპრილით თარიღდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში პოსტის გამოქვეყნების თარიღად 3 აპრილი იყო მითითებული. ამასთან, სასამართლოზე წარმოდგენილი იყო პოსტის არაოფიციალური თარგმანი, რომელიც სათანადოდ არ იყო გაფორმებული.
სასამართლო პროცესზე შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საკითხთან ერთად ითხოვდა აფგან სადიგოვის მიმართ დამატებითი სახდელის სახით გაძევების გამოყენებას. გაძევების დასაბუთებისას შსს, ერთი მხრივ, უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ აფგან სადიგოვი 62-ჯერ არის სამართალდამრღვევად ცნობილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე პროტესტებთან კავშირში გზის გადაკეტვის გამო, ხოლო მეორე მხრივ აპელირებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების დასკვნაზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ „2026 წლის 13 მარტს აზერბაიჯანული კოლეგებისგან მათ მიიღეს წერილობითი (საიდუმლო) ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სადიგოვი წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით და არსებული რისკებიდან გამომდინარე მიზანშეწონილი არ არის აღნიშნული პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა და მიზანშეწონილია, მან დატოვოს საქართველოს ტერიტორია“.
სასამართლო განხილვის პროცესში სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტები ცდილობდნენ დაესაბუთებინათ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს აკრძალული ჰქონდა აფგან სადიგოვის გადაცემა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ევროპული სასამართლოს მიერ ამ საქმის არსებითად განხილვამდე, ექსტრადიციის პროცესის გაძევების პროცესით ჩანაცვლება კი არ ცვლიდა აზერბაიჯანისთვის მისი არგადაცემის მოთხოვნას.
„საქმის განმხილველმა სასამართლომ ამის შესახებ პრაქტიკულად არ იმსჯელა და დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საქმეზე დართვის უფლებაც კი არ მოგვცა.
მოსამართლემ სრულად უგულებელყო ჩვენი ფორმალურ-სამართლებრივი განმარტებაც, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ ევროპულ სასამართლოს შეეძლო, ახალ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით კი, რაც აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას უკავშირდება, ევროპულ სასამართლოს არ უმსჯელია, შესაბამისად არ შეუფასებია დროებითი ღონისძიების შეწყვეტის/გაგრძელების საკითხი“ – წერს ორგანიზაცია და დასძენს:
„უფრო მეტიც, ჩვენი მხრიდან სასამართლოზე დაყენებულ იქნა ასევე შუამდგომლობა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის მოწვევის თაობაზე, ვინაიდან სწორედ ეს უწყება წარმოადგენს საქართველოს მთავრობას ევროპულ სასამართლოში მიმდინარე დავებში და შესაბამისად მათ შეეძლოთ დროებითი ღონისძიების ფარგლებისა და პროცედურების შესახებ ოფიციალური განმარტებების გაკეთება სასამართლოსთვის. სასამართლომ არც აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა“.
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, სასამართლოს ასევე უთითებდნენ აფგან სადიგოვის მიმართ ნებაყოფლობით ქვეყნიდან გასვლის შესაძლებლობის მიცემის აუცილებლობაზე და იმ პროცესზე, რომელიც მისი ოჯახისთვის ჰუმანიტარული ვიზის და პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების საკითხებს უკავშირდებოდა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და აპელირებდა შსს-ს მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე, რომ აზერბაიჯანის მხრიდან მისი პასპორტი დეაქტივირებული იყო და შესაბამისად სხვა ქვეყანაში გასვლა შეუძლებელი იქნებოდა.
საბოლოდ, 04:00 საათზე მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რისი აღსრულებაც შესაბამისმა უწყებებმა იმავე წუთებში დაიწყეს და ჟურნალისტი სახმელეთო საზღვარზე რამდენიმე საათში აზერბაიჯანს გადასცეს.
„ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 18 მაისის დადგენილებით, ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა“ – განმარტავს ორგანიზაცია.
რას ასაჩივრებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადამიანის ევროპულ სასამართლოში
სოციალური სამართლიანობის ცენტრი განმარტავს, რომ აფგან სადიგოვის სახელით სტრასბურგის სასამართლოს კიდევ ერთი მიმართეს, ევროპული კონვენციის მე-6, მე-10, მე-18 მუხლების დარღვევაზე მითითებით.
„ფეისბუქ-პოსტის გამო, რომელიც ჩვენი მოსაზრებით, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ექცეოდა, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ყველა სანქცია ერთდროულად — 2 000 ლარის ჯარიმა, ქვეყნიდან გაძევება და შემოსვლის აკრძალვა კანონით დადგენილი მაქსიმალური, სამწლიანი ვადით შეეფარდა.
პოსტი ეხებოდა პოლიციის ქმედებებს მშვიდობიან აქციებზე, ანუ საჯარო ინტერესის საკითხს, და წარმოადგენდა შეფასებით მსჯელობას, რომელსაც თან ერთოდა ავტორის მიერვე გადაღებული ვიდეომასალა. ამ არგუმენტებზე დაყრდნობით, საჩივარში მივუთითეთ, რომ აღნიშნული ფეისბუქ-პოსტის გამო სადიგოვისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგების დაკისრებითა და ქვეყნიდან გაძევებით, დაირღვა მისი კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლების უფლება.
საჩივარში ასევე მივუთითეთ, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის მიერ წარმართული თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის სხდომაზე სადიგოვის სამართლიანი სასამართლოს უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი) დაირღვა.
ადვოკატს პროცესის შესახებ შუაღამისას აცნობეს, საქმის მასალების გასაცნობად მხოლოდ ოცდაათი წუთი მიეცა, სხდომის გადადების შუამდგომლობა კი დაუსაბუთებლად არ დაკმაყოფილდა. ასევე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობები, საქმეს მტკიცებულებად დართვოდა სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გადაწყვეტილებები მისი აზერბაიჯანისთვის გადაცემის აკრძალვასთან დაკავშირებით.
მესამე, ჩვენ მივუთითეთ, რომ სადიგოვის გაძევებით დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი მე-6 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში. მოვლენათა თანმიმდევრობა ქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე არ იყო რეალური რეაგირება ფეისბუქ-პოსტზე, არამედ გამოყენებულ იქნა როგორც სამართლებრივი ინსტრუმენტი ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიების გვერდის ავლისა და ჟურნალისტის აზერბაიჯანისთვის გადაცემის მიზნით.
საქმის შემდგომმა განვითარებამ ეს ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა. აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტი არაერთხელ დააკავეს, 26 მაისს მას ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს, ხოლო 8 ივნისს ბაქოს ბინაგადის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა 1 აპრილს მიღებული დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება და იმავე დღეს ჟურნალისტს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა — ზუსტად იმ ბრალდებებზე, რომლებზეც ადრე ექსტრადიცია მოითხოვებოდა. მისი პატიმრობა 2026 წლის 30 ოქტომბრამდე გაგრძელდა“ – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ორივე საქმეზე და მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი და უზრუნველყოს მისი დაცვა წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან.
„აფგან სადიგოვის იმავე საქმეზე დაპატიმრება ცხადია, რომ ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს შორის ტრანსნაციონალური რეპრესიის მიზნით მაღალი დონის კოორდინაციისა და სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ტრანსნაციონალური რეპრესია თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმების ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო პრაქტიკად მიიჩნევა და მოიცავს შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფოები საკუთარი საზღვრების მიღმაც ცდილობენ კრიტიკული ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და პოლიტიკური ოპონენტების გადაადგილების, საქმიანობისა და უსაფრთხოების კონტროლს. აფგან სადიგოვის საქმე სწორედ ასეთი პრაქტიკის მკაფიო მაგალითს წარმოადგენს, რადგან მისი დევნა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი სახელმწიფოს იურისდიქციით და მოიცავს სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის თანმიმდევრულ მოქმედებებს, რომელთა საბოლოო შედეგი ჟურნალისტის თავისუფლების აღკვეთა გახდა.
განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ საქმე ეხება იმავე სისხლის სამართლის ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც წარსულში მისი ექსტრადიცია მოითხოვებოდა, მოგვიანებით კი თავად აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამ პირობებში სისხლის სამართლის საქმის ხელახალი გააქტიურება და ჟურნალისტის დაპატიმრება აჩენს სერიოზულ კითხვებს სისხლის სამართლის მექანიზმების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების და კონვენციური ვალდებულებების უხეში და მიზანმიმართული დარღვევის შესახებ.
ამ ეჭვებს ჯერ კიდევ აპრილის თვეში ამძაფრებდა ის გარემოება, რომ აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევება დაემთხვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტს და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას. ამასთან, მიმდინარე წლის მაისში, ასევე ცნობილი გახდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლის შესახებ, რომლის თანახმადაც სრულ ექსპლუატაციაში შევიდა ბაქო–თბილისი–ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი. ამასთან, გაფორმდა 20-წლიანი მთავრობათაშორისი შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითადი პირობების შესახებ.
მოვლენათა ქრონოლოგია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სისხლის სამართლის პროცედურები გამოყენებული იქნა წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკური შედეგის მისაღწევად.
თავდაპირველად სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამ შესაძლებელი გახადა საქართველოდან აფგან სადიგოვის მიმართ მოქმედი სამართლებრივი შეზღუდვების მოხსნა და მისი ქვეყნიდან გაძევება, ხოლო შემდგომ იმავე საქმის ხელახალმა გააქტიურებამ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივი დაკავების შესაძლებლობა მისცა. ასეთი თანმიმდევრობა კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ სამართლებრივი მექანიზმები გამოყენებული იყო არა მართლმსაჯულების ინტერესებისთვის, არამედ კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
სამწუხაროდ, საქართველო უკვე მრავალი წელია აზერბაიჯანის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ავლენს და, მათ შორის, არ ერიდება ადამიანის უფლებათა დაცვის აბსოლუტური პრინციპების უგულებელყოფას. აფგან სადიგოვის საქმეში კი საქართველომ პირველად უახლოეს ისტორიაში ღიად და დემონსტრაციულად დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სავალდებულო გადაწყვეტილების მიუხედავად, დევნილი ჟურნალისტი აზერბაიჯანს გადასცა“ – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
ციტატები სტატიიდან
„სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მივუთითეთ კონვენციის მე-6, მე-10 და მე-18 მუხლების დარღვევაზე. ჩვენი პოზიციით, ფეისბუქის პოსტის გამო სადიგოვის დასჯამ და გაძევებამ მისი გამოხატვის თავისუფლება დაარღვია, ხოლო სასამართლო პროცესზე მისი სამართლიანი სასამართლოს უფლებაც შეიზღუდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ სადიგოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი საქმე კვლავ განახლდა და მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა იმავე ბრალდებებზე, რომლებზეც ადრე მისი ექსტრადიცია მოითხოვებოდა“
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს საჩივარი დამოუკიდებელია იმ საქმისგან (განაცხადი №36296/24), რომელიც ამჟამად ევროპულ სასამართლოში განიხილება და რომელიც საექსტრადიციო პროცედურებს, ჟურნალისტის პატიმრობასა და კონვენციის 34-ე მუხლის შესაძლო დარღვევას შეეხება“
„აფგან სადიგოვი იხსენებს, რომ დაკავების მანერა საკმაოდ აგრესიული იყო, თუმცა მის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“
„გვაცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა აფგან სადიგოვის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აფგან სადიგოვის ინტერესების დამცველის ვინაობის შესახებ საგამოძიებო უწყება ინფორმირებული იყო და თავად დაკავებული ჟურნალისტიც ითხოვდა ადვოკატების საქმეში ჩართვას, თუმცა სასამართლომ საქმეზე მაინც მოიწვია იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატი. მხოლოდ ამ ადვოკატის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გახდა შესაძლებელი მოგვიანებით ჩვენთან დაკავშირება“
„სადაც დიქტატურაა, პოლიციელები მზად არიან გაყიდონ და გათელონ ყველაფერი ხელფასისა და პოლიციის ფორმის სანაცვლოდ და ამას სიყვარულით, თავდადებითა და სიამაყით აკეთებენ“
„საქმის განმხილველმა სასამართლომ ამის შესახებ პრაქტიკულად არ იმსჯელა და დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საქმეზე დართვის უფლებაც კი არ მოგვცა. მოსამართლემ სრულად უგულებელყო ჩვენი ფორმალურ-სამართლებრივი განმარტებაც, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ ევროპულ სასამართლოს შეეძლო, ახალ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით კი, რაც აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას უკავშირდება, ევროპულ სასამართლოს არ უმსჯელია, შესაბამისად არ შეუფასებია დროებითი ღონისძიების შეწყვეტის/გაგრძელების საკითხი“
„უფრო მეტიც, ჩვენი მხრიდან სასამართლოზე დაყენებულ იქნა ასევე შუამდგომლობა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის მოწვევის თაობაზე, ვინაიდან სწორედ ეს უწყება წარმოადგენს საქართველოს მთავრობას ევროპულ სასამართლოში მიმდინარე დავებში და შესაბამისად მათ შეეძლოთ დროებითი ღონისძიების ფარგლებისა და პროცედურების შესახებ ოფიციალური განმარტებების გაკეთება სასამართლოსთვის. სასამართლომ არც აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა“
„ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 18 მაისის დადგენილებით, ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა“
„ფეისბუქ-პოსტის გამო, რომელიც ჩვენი მოსაზრებით, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ექცეოდა, მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ყველა სანქცია ერთდროულად — 2 000 ლარის ჯარიმა, ქვეყნიდან გაძევება და შემოსვლის აკრძალვა კანონით დადგენილი მაქსიმალური, სამწლიანი ვადით შეეფარდა. პოსტი ეხებოდა პოლიციის ქმედებებს მშვიდობიან აქციებზე, ანუ საჯარო ინტერესის საკითხს, და წარმოადგენდა შეფასებით მსჯელობას, რომელსაც თან ერთოდა ავტორის მიერვე გადაღებული ვიდეომასალა. ამ არგუმენტებზე დაყრდნობით, საჩივარში მივუთითეთ, რომ აღნიშნული ფეისბუქ-პოსტის გამო სადიგოვისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგების დაკისრებითა და ქვეყნიდან გაძევებით, დაირღვა მისი კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლების უფლება. საჩივარში ასევე მივუთითეთ, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის მიერ წარმართული თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის სხდომაზე სადიგოვის სამართლიანი სასამართლოს უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი) დაირღვა. ადვოკატს პროცესის შესახებ შუაღამისას აცნობეს, საქმის მასალების გასაცნობად მხოლოდ ოცდაათი წუთი მიეცა, სხდომის გადადების შუამდგომლობა კი დაუსაბუთებლად არ დაკმაყოფილდა. ასევე, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობები, საქმეს მტკიცებულებად დართვოდა სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გადაწყვეტილებები მისი აზერბაიჯანისთვის გადაცემის აკრძალვასთან დაკავშირებით. მესამე, ჩვენ მივუთითეთ, რომ სადიგოვის გაძევებით დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი მე-6 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში. მოვლენათა თანმიმდევრობა ქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე არ იყო რეალური რეაგირება ფეისბუქ-პოსტზე, არამედ გამოყენებულ იქნა როგორც სამართლებრივი ინსტრუმენტი ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიების გვერდის ავლისა და ჟურნალისტის აზერბაიჯანისთვის გადაცემის მიზნით. საქმის შემდგომმა განვითარებამ ეს ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა. აზერბაიჯანში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტი არაერთხელ დააკავეს, 26 მაისს მას ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს, ხოლო 8 ივნისს ბაქოს ბინაგადის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა 1 აპრილს მიღებული დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება და იმავე დღეს ჟურნალისტს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა — ზუსტად იმ ბრალდებებზე, რომლებზეც ადრე ექსტრადიცია მოითხოვებოდა. მისი პატიმრობა 2026 წლის 30 ოქტომბრამდე გაგრძელდა“
„აფგან სადიგოვის იმავე საქმეზე დაპატიმრება ცხადია, რომ ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს შორის ტრანსნაციონალური რეპრესიის მიზნით მაღალი დონის კოორდინაციისა და სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ტრანსნაციონალური რეპრესია თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმების ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო პრაქტიკად მიიჩნევა და მოიცავს შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფოები საკუთარი საზღვრების მიღმაც ცდილობენ კრიტიკული ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და პოლიტიკური ოპონენტების გადაადგილების, საქმიანობისა და უსაფრთხოების კონტროლს. აფგან სადიგოვის საქმე სწორედ ასეთი პრაქტიკის მკაფიო მაგალითს წარმოადგენს, რადგან მისი დევნა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი სახელმწიფოს იურისდიქციით და მოიცავს სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის თანმიმდევრულ მოქმედებებს, რომელთა საბოლოო შედეგი ჟურნალისტის თავისუფლების აღკვეთა გახდა. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ საქმე ეხება იმავე სისხლის სამართლის ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც წარსულში მისი ექსტრადიცია მოითხოვებოდა, მოგვიანებით კი თავად აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამ პირობებში სისხლის სამართლის საქმის ხელახალი გააქტიურება და ჟურნალისტის დაპატიმრება აჩენს სერიოზულ კითხვებს სისხლის სამართლის მექანიზმების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების და კონვენციური ვალდებულებების უხეში და მიზანმიმართული დარღვევის შესახებ. ამ ეჭვებს ჯერ კიდევ აპრილის თვეში ამძაფრებდა ის გარემოება, რომ აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევება დაემთხვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თბილისში ვიზიტს და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას. ამასთან, მიმდინარე წლის მაისში, ასევე ცნობილი გახდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლის შესახებ, რომლის თანახმადაც სრულ ექსპლუატაციაში შევიდა ბაქო–თბილისი–ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი. ამასთან, გაფორმდა 20-წლიანი მთავრობათაშორისი შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითადი პირობების შესახებ. მოვლენათა ქრონოლოგია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სისხლის სამართლის პროცედურები გამოყენებული იქნა წინასწარ განსაზღვრული პოლიტიკური შედეგის მისაღწევად. თავდაპირველად სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამ შესაძლებელი გახადა საქართველოდან აფგან სადიგოვის მიმართ მოქმედი სამართლებრივი შეზღუდვების მოხსნა და მისი ქვეყნიდან გაძევება, ხოლო შემდგომ იმავე საქმის ხელახალმა გააქტიურებამ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივი დაკავების შესაძლებლობა მისცა. ასეთი თანმიმდევრობა კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ სამართლებრივი მექანიზმები გამოყენებული იყო არა მართლმსაჯულების ინტერესებისთვის, არამედ კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. სამწუხაროდ, საქართველო უკვე მრავალი წელია აზერბაიჯანის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ავლენს და, მათ შორის, არ ერიდება ადამიანის უფლებათა დაცვის აბსოლუტური პრინციპების უგულებელყოფას. აფგან სადიგოვის საქმეში კი საქართველომ პირველად უახლოეს ისტორიაში ღიად და დემონსტრაციულად დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ სავალდებულო გადაწყვეტილების მიუხედავად, დევნილი ჟურნალისტი აზერბაიჯანს გადასცა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.