ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან სადიგოვის გათავისუფლებაზე უარი თქვა

ლენქორანის სასამართლომ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. გამოძალვის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს და საპატიმროში რჩება.

აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან სადიგოვის გათავისუფლებაზე უარი თქვა
აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან სადიგოვის გათავისუფლებაზე უარი თქვანეტგაზეთი

აზერბაიჯანში, ლენქორანის მძიმე დანაშაულთა სასამართლომ 23 ოქტომბერს ჟურნალისტ აფგან სადიგოვის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ჟურნალისტის მეუღლის, სევინჯ სადიგოვასა და ადვოკატ ნემათ ქერიმლის ცნობით, სასამართლომ ასევე გადადო გადაწყვეტილების მიღება მინის კაბინიდან ჟურნალისტის სასამართლო დარბაზში გამოყვანის შესახებ. მომდევნო სხდომა 2 ნოემბერს არის დანიშნული.

ამის შესახებ გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ წერს, ადვოკატმა სასამართლოს განუცხადა, რომ აღარ არსებობს გარემოებები, რომლებიც სადიგოვის პატიმრობაში დატოვებას ამართლებს. მისი თქმით, არ არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ჟურნალისტი მტკიცებულებებს დამალავს ან გააყალბებს. დაცვის მხარე ითხოვდა, რომ სადიგოვი სასამართლო პროცესის დასრულებამდე და განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე გაეთავისუფლებინათ.

დაცვის მხარემ ასევე მოითხოვა, რომ სადიგოვი მინის კაბინიდან გამოეყვანათ და ადვოკატის გვერდით დამჯდარიყო. ადვოკატმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ბრალდებულის ასეთ პირობებში მოთავსება მის ღირსებას ლახავს და უფლებების განხორციელებას ართულებს. სასამართლომ ამ საკითხის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

აფგან სადიგოვი წარდგენილ ბრალდებებს არ აღიარებს. მას ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, მუქარით გამოძალვას, მნიშვნელოვანი ოდენობის ქონების დაუფლების მიზნით მუქარით გამოძალვასა და განმეორებით ჩადენილ გამოძალვას ედავებიან.

აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ სადიგოვის წინააღმდეგ ადრე შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმე ხელახლა აღძრა. 8 ივნისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ივლისში კი პატიმრობის ვადა 30 ოქტომბრამდე გაუხანგრძლივა. ბაქოს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ დააკმაყოფილა.

2025 წლის 28 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანში სადიგოვის ექსტრადიცია საქმის არსებითად განხილვამდე აკრძალა. მიუხედავად ამისა, 2025 წლის 4 აპრილს ჟურნალისტი თბილისში ადმინისტრაციული საქმის საფუძველზე დააკავეს, მეორე დღეს კი აზერბაიჯანში გააძევეს და აზერბაიჯანის მიგრაციის სამსახურის თანამშრომლებს გადასცეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აზერბაიჯანმა სადიგოვის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დროებით შეაჩერა და ამის შესახებ საქართველოს აცნობა. აზერბაიჯანში ჩასვლის შემდეგ ჟურნალისტს აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილი იყო და გაათავისუფლეს.

ივნისის ბოლოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაერტიმ აზერბაიჯანის ხელისუფლებას სადიგოვის წინააღმდეგ საქმის განახლების მიზეზების განმარტება მოსთხოვა. მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესამდე პატიმრობა გამონაკლის შემთხვევებში უნდა გამოიყენებოდეს. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ ჟურნალისტის საქმე სისხლისსამართლებრივ ბრალდებებს უკავშირდება და მის პროფესიულ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.

აზერბაიჯანის პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის მებრძოლთა კავშირმა აფგან სადიგოვი პოლიტპატიმრად აღიარა.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
SJC-მ აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგში კიდევ ერთი საჩივარი შეიტანაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები