ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“12 წლის შემდეგ სტრასბურგმა სამშობლოს მოღალატის იარლიყი მომიხსნა” – აზერბაიჯანელი ჟურნალისტი

ქართული ოცნება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, რაუფ მირკადიროვის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა და აზერბაიჯანს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

“12 წლის შემდეგ სტრასბურგმა სამშობლოს მოღალატის იარლიყი მომიხსნა” – აზერბაიჯანელი ჟურნალისტი
“12 წლის შემდეგ სტრასბურგმა სამშობლოს მოღალატის იარლიყი მომიხსნა” – აზერბაიჯანელი ჟურნალისტინეტგაზეთი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, რაუფ მირკადიროვის საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. მირკადიროვი, რომელსაც აზერბაიჯანში სახელმწიფო ღალატს ედავებოდნენ, მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ მას „სახელმწიფო მოღალატის იარლიყი“ მოხსნა. სასამართლომ აზერბაიჯანს ჟურნალისტისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 3 600 ევროს გადახდა დააკისრა.

სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისი და ბუნდოვანი იყო, ხოლო აზერბაიჯანის ეროვნულმა სასამართლოებმა ისინი სათანადოდ არ შეაფასეს.

მირკადიროვის წინააღმდეგ საქმე 2014-2015 წლებში აღიძრა. აზერბაიჯანის სპეცსამსახურები მას სომხეთის სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას ედავებოდნენ. ბრალდების თანახმად, ჟურნალისტი „სახალხო დიპლომატიის“ სახელით გამართული შეხვედრების დროს სტრატეგიული და სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა, მათ შორის ბაქოს აეროპორტისა და მისკენ მიმავალი საავტომობილო გზის შესახებ.

2015 წლის დეკემბერში ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლომ მირკადიროვი სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნო და ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2016 წლის მარტში სააპელაციო სასამართლომ სასჯელი პირობითი მსჯავრით შეცვალა.

ჟურნალისტმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა და გაასაჩივრა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.

ევროპული სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალებში არსებული აუდიოჩანაწერები და საუბრის ტრანსკრიპტები ფრაგმენტული და გაურკვეველი იყო. ამასთან, დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდების მიერ საიდუმლოდ მიჩნეული ობიექტების გამოსახულებები Google Earth-ზე საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი.

სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვა სამართლიანი სასამართლოს სტანდარტებს არ შეესაბამებოდა და დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი.

„ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საუბრის ტრანსკრიპტი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ გამოიყენეს, იმდენად ფრაგმენტული და გაურკვეველი იყო, რომ მის საფუძველზე გონივრულად ვერ დაასკვნიდი, თითქოს მე აზერბაიჯანის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია გადავეცი. აზერბაიჯანის სასამართლოებმა ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს მასალები დადგენილ ფაქტებად მიიღეს და მტკიცებულებები დამოუკიდებლად არ შეისწავლეს“, – უთხრა მირკადიროვმა „კავკაზსკი უზელს“.

ჟურნალისტის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მისი არგუმენტები საფუძვლიანად და საქმისთვის მნიშვნელოვნად მიიჩნია.

„სწორედ ამიტომ, პირადად ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა სრულიად ნათელია. ჩემი სახელიდან სამშობლოს მოღალატის იარლიყი მოხსნილია“, – განაცხადა მან.

მირკადიროვმა სინანული გამოთქვა, რომ სამართლიანობის აღდგენისთვის 12 წელზე მეტი ხნის ლოდინი მოუწია.

„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემი დაკავებიდან თორმეტ-ნახევარი წლის შემდეგ მოვიდა. დღეს 65 წლის ვარ. ამიტომ სიტყვები „ამ გადაწყვეტილებას მოვესწარი“, ჩემთვის უბრალოდ სიტყვები არ არის. მე ნამდვილად მოვესწარი. თუმცა შეიძლებოდა ვერც მოვსწრებოდი“, – თქვა ჟურნალისტმა.

მისი თქმით, სახელმწიფო ღალატში დადანაშაულება მხოლოდ თავისუფლების შეზღუდვას არ ნიშნავდა და ამან მის რეპუტაციასა და ღირსებასაც მიაყენა დარტყმა.

მირკადიროვი ამჟამად შვეიცარიაში, პოლიტიკურ ემიგრაციაში ცხოვრობს. 2016 წელს მან აზერბაიჯანი დატოვა, ხოლო 2017 წლის მარტში შვეიცარიაში პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსი მიიღო.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საუბრის ტრანსკრიპტი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ გამოიყენეს, იმდენად ფრაგმენტული და გაურკვეველი იყო, რომ მის საფუძველზე გონივრულად ვერ დაასკვნიდი, თითქოს მე აზერბაიჯანის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია გადავეცი. აზერბაიჯანის სასამართლოებმა ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს მასალები დადგენილ ფაქტებად მიიღეს და მტკიცებულებები დამოუკიდებლად არ შეისწავლეს“
„სწორედ ამიტომ, პირადად ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა სრულიად ნათელია. ჩემი სახელიდან სამშობლოს მოღალატის იარლიყი მოხსნილია“
„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემი დაკავებიდან თორმეტ-ნახევარი წლის შემდეგ მოვიდა. დღეს 65 წლის ვარ. ამიტომ სიტყვები „ამ გადაწყვეტილებას მოვესწარი“, ჩემთვის უბრალოდ სიტყვები არ არის. მე ნამდვილად მოვესწარი. თუმცა შეიძლებოდა ვერც მოვსწრებოდი“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
SJC-მ აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგში კიდევ ერთი საჩივარი შეიტანაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები